ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფილმ „ისლამის უცოდველობის“ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ, რომელმაც რიგი საპროტესტო აქციები გამოიწვია არაბულ ქვეყნებში, ლიბიაში ამერიკის ელჩის ქრისტოფერ სტივენისის დაღუპვის შემდეგ, გადაწყვიტა რიგ ქვეყნებში ამერიკის საელჩოები დროებით დაეხურა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩო დახურა ჯაკარტაში, სადაც ანტიამერიკულ საპროტესტო აქციებს ელოდებიან. ასევე დროებით დაიხურა საელჩო ნიგერიასა და აფრიკის ეკონომიკურ ცენტრ ლაგოსში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საშიშროებაა ტუნისშიც.
გერმანიაში, ამერიკის საელჩოზე მუსულმანების თავდასხმისა და შენობის დაწვის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში დროებით დაიხურა ამერიკის საელჩო ამსტერდამშიც.