გუბაზ სანიკიძე: თემურ ალასანია იყო ის კაცი, რომელიც სააკაშვილს აიძულებდა, რომ ომი დაეწყო

გუბაზ სანიკიძე: თემურ ალასანია იყო ის კაცი, რომელიც სააკაშვილს აიძულებდა, რომ ომი დაეწყო

კოალიცია  „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე  ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს და მოსახლეობას „ქართული ოცნების“ პროგრამას ურიგებს.

სანიკიძის განცხადებით, მოსახლეობას მმართველი გუნდის მართალი აღა სჯერა, ტყუილზე აღარ არის საუბარი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევნია დიდი ორმო ამოთხაროს და იმ ორმოს ჩასძახოს  „რუსეთის აგენტი“ და უკან დაუბრუნდებათ. თვითონ არიან რუსეთის აგენტები.თემურ ალასანია იყო ის კაცი, რომელიც სააკაშვილს აიძულებდა, რომ ომი დაეწყო. მათი მართალი აღარ სჯერა ხალხს, ტყუილზე აღარ არის საუბარი“,-აცხადებს სანიკიძე.

გოგი თოფაძის განცხადებით კი, რომელიც გუბაზ სანიკიძესთან ერთად ხვდება ქუთაისის მოსახლეობას, „ნაციონალებს“ სათქმელი აღარაფერი გააჩნიათ.“ვინ მიჰყიდა რუსეთს მთელი საქართველო, ამათ ვკითხოთ თვითონ, ენგურჰესიდან დაწყებული, ძალიან ბევრი სტრატეგიული ობიექტი. პირველად როცა ჩამოვედი, მოსახლეობაში შიშის სინდრომი ძლიერი იყო, დღეს უფრო ვაჟკაცურად დგას ხალხი“,-აღნიშნა ბიზნესმენმა.