Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ამერიკული ფილმით აღშფოთებული სუდანელები ხართუმში განლაგებულ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებში შეიჭრნენ. მათ გერმანიის საელჩო გადაწვეს და შენობაზე ისლამის დროშა აღმართეს,გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიპკორპუსის წარმომადგენლების ევაკუირება მოხერხდა და მათ არაფერი ემუქრებათ.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლეს თუ არა ბრიტანეთის საელჩოში შეჭრა სუდანლებმა, სამართლადამცავები ცრემლმდენი გაზით და ჰაერში სროლით ცდილობენ დემონსტრატების მოგერიებას.