საფრანგეთში საქართველოს ელჩის მამუკა კუდავას განცხადებით, არჩევნების ორშაბათს ჩატარება ხელს არ შეუშლის საზღვარგარეთ მყოფი ქართველების მონაწილეობას საარჩევნო პროცესში. ამის შესახებ მან დღეს სასტუმრო „რედისონში" განაცხადა, სადაც ამ წუთებში ამბასადორიალი მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დილით ან საღამოს მივიდეს საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეს.
„ამისათვის საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ადგილობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ არალეგალები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს, ორშაბათს გაიმართება. საქართველოში ეს დღე უქმედ გამოცხადდება. ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების ორშაბათს, სამუშაო დღეს ჩატარება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით პრობლემებს