როკ-ჯგუფ „Queen“–ის უამრავი თაყვანისმცემელი ემზადება 5 სექტემბრის აღსანიშნავად. ამ დღეს როკის მეფედ აღიარებული ფრედი მერკურის დაბადების დღეა. გულშემატკივრები წელს მისი დაბადებიდან 66-ე წლის იუბილეს აღნიშნავენ.
ფრედი მერკური (ფაროჰ ბულსარა) 1946 წლის 5 სექტემბერს ზანზაბარის კუნძულზე, ტანზანიაში დაიბადა. 1964 წელს იგი ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ორი წლის შემდეგ სწავლა დაიწყო კოლეჯში, გრაფიკული ილუსტრირების კათედრაზე.
პროფესიული მუსიკალური კარიერა 1970 წელს ჯგუფ „Smile" დაიწყო, რომელსაც მისი დაჟინებული მოთხოვნით მოგვიანებით „Queen“ ეწოდა. ის აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფენომენალური ვოკალისტი მთელ მსოფლიოში, მუსიკის ისტორიაში. იგი ლაპარაკობდა ბარიტონის ტონალობაში, ხოლო სიმღერებს ხშირად ასრულებდა, როგორც ტენორი. არ უჭირდა მაღალი და დაბალი ბგერების აღება, თუმცა ყოველთვის აბმობდა, რომ არასდროს არ უვარჯიშია ხმაზე.
გამოირჩეოდა არაჩვეულებრიი ვოკალური მონაცემებით, როგორც კომპოზიტორმა შექმნა უამრავი მსოფლიო ჰიტი, მათ შორის: Bohemian Rhapsody; Killer Queen; Somebody to Love; Don't Stop Me Now; We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love.
მერკური ცნობილი იყო მისი შემსრულებლობითი ნიჭით. იგი კონცერტებზე ადვილად იყოლიებდა ხალხს და მათგან ითხოვდა აყოლოდნენ მუსიკას, როგორც მიმიკებით, ასევე ხშირად სიმღერითაც.
მერკურის ყველაზე შედეგიან გამოსვლად Queen-თან ერთად ითვლება 1985 წლის „Live Aid, როდესაც მთელი სტადიონი (72’000 ადამიანი) ტაშს აყოლებდა, მღეროდა და უნისონში ირხეოდა. მისი კარიერის განმავლობაში მას Queen-თან ერთად შესრულებული აქვს 700-მდე კონცერტი.
მერკური გარკვეულ ხანს იზრდებოდა ინდოეთში, ამიტომ იგი შერაცხეს ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად. 2006 წელს ჟურნალმა Time Asia იგი შერაცხა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აზიელ გმირად ბოლო 60 წლის განმავლობაში და ახლაც იგი არის საუკეთესო მომღერალთაგანი პოპულარული მუსიკის ისტორიაში.
1986 წელს მერკური შიდსით დაავადდა და ამის შესახებ 1991 წლის 23 ნოემბერს ოფიციალურად აღიარა. 24 საათის შემდეგ, 24 ნოემბერს, ის საკუთარ სახლში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელიც უკურნებელი სენით იყო გართულებული.