ლოს ანჟელესში მეინ სტრიტის დაწყებითი სკოლის საცალფეხო გზაზე 100 წლის მძღოლი გადავიდა, უბედური შემთხვევის დროს 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა ბავშვი.
ინციდენტი გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა, სკოლის ირგვლივ მოსწავლეები იყვნენ შეკრებილი, მანქანა უკუსვლით მიდიოდა და ტოტუარზე მიმავალ ბავშვებსა და მშობლებს დაეჯახა.
პოლიცია უბედურ ავტოშემთხვევას მძღოლის ასაკს უკავშირებს, თუმცა კალიფორნიის შტატში მართვის მოწმობის მფლობელთათვის ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს.
მძღოლი ვინმე პრესტონ კარტერია, რომელსაც 5 სექტემბერს 101 წელი უსრულდება. როგორც ის ამბობს, ავარიის მიზეზი გაუმართავი მუხრუჭები იყო და არა მისი ასაკი.
11 დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებით დაუყონებლივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ოთხი ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაშია, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. ექიმების თქმით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს, სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.