არჩილ გორდულაძე 20 ივნისთან დაკავშირებით გახარიაზე: არაერთხელ გვაქვს მოსმენილი, რომ სრულ პასუხისმგებლობას იგი იღებს ყველაფერ მომხდარზე და დავალებებს ის გასცემდა. შესაბამისად, ახლა მას მოუწევს ყველანაირი პასუხისმგებლობის აღება

არჩილ გორდულაძე 20 ივნისთან დაკავშირებით გახარიაზე: არაერთხელ გვაქვს მოსმენილი, რომ სრულ პასუხისმგებლობას იგი იღებს ყველაფერ მომხდარზე და დავალებებს ის გასცემდა. შესაბამისად, ახლა მას მოუწევს ყველანაირი პასუხისმგებლობის აღება

არაერთხელ გვაქვს მოსმენილი არაერთი ეთერით, რომ სრულ პასუხისმგებლობას იგი იღებს ყველაფერზე, ყველაფერ მომხდარზე და დავალებებს ის გასცემდა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ 2019 წლის 20 ივნისს ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით.

არჩილ გორდულაძის თქმით, შესაბამისად, ახლა მას მოუწევს ყველანაირი პასუხისმგებლობის აღება.

„ჩვენ არაერთხელ გვაქვს მოსმენილი არაერთი ეთერით, რომ სრულ პასუხისმგებლობას იგი იღებს ყველაფერზე, ყველაფერ მომხდარზე და დავალებებს ის გასცემდა. შესაბამისად, ახლა მას მოუწევს ყველანაირი პასუხისმგებლობის აღება. მათ შორის, რა დავალებები იყო გაცემული, სრულად იქნება აუცილებლად გამოძიების საგანი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“.

მარბიელი პრიმიტიულად აზროვნებს მწითური ბატონი! ჯერ იქნებ თქვენი გამონათქვამები გაიხსენოთ იმავე 20 ივნისზე და გახარიაზე; ხალხს გააგებინეთ ვინ და რატომ ცამოიყვანა ის ნაძირალა გავრილოვი; ვინ დაუთმო მას პარლამენტის სხდომათა დარბაზი?
განმსაზღვრელი ის კი არაა, ვინ რას ამბობს, ან ამბობდა, არამედ ფაქტები - ვინ გაათავისუფლა პარლამენტის შტურმის მოთავე მელია? ვინ მიიღო და რატომ ამნისტია, რომელმაც 20-21 ივნისის ყველა დამნაშავეს აპატია???
რატომ დანიშნეთ ჯერ მინისტრად და მერე პრემიერად გახარია, რომელიც თქვენი რიტორიკით აგენტი ყოფილა და ეს თქვენ მაშინაც გცოდნიათ???
6 წელი რატომ გვიმალავდით, რომ ჩორჩანის საგუშაგოს ჩადგმა ქვეყნის ღალატი იყო? რატომ არ დაანგრიეთ ის? 6 წელი რატომ გვიმალავდით რომ გახარიამ 10 მლნ კვ. დეციმეტრი ტერიტორია მტერს გადასცა?
ახლა ეს სულელური "ის ამბობდა..." ვინც ამბობდა "ბევრი ბუზი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუისო" იმას რა ვუყოთ?
ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას ნუ ცდილობთ! თავი სხვაზე ჭკვიანი ნუ გგონიათ!
52 წუთის უკან
მარბიელი .... და თუ 6 და 7 წლის წინ ვიღაც ქვეყნის არაკეთილმოსურნემ (თქვენთვის დიპსტეიტმა) ყურში ხელი ჩაგავლოთ და ქვეყნის საზიანოდ მოღალატე თანამდებობაზე დაგანიშნინათ, მავნებლური კანონები მიგაღებინათ ...) რა გარანტია გვაქვს, რომ ახლა იგივე დიპსტეიტის კარნახით არ მოქმედებთ? ან ხვალ არ იმოქმედებთ?
41 წუთის უკან