ზვიად შალამბერიძე ოპოზიციაზე: თუ აქვთ სურვილი, განაგრძონ ისევ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ წანწალი, საბოლოოდ ჩვენ როგორც აქამდე, გავატარებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების ინტერესს

ზვიად შალამბერიძე ოპოზიციაზე: თუ აქვთ სურვილი, განაგრძონ ისევ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ წანწალი, საბოლოოდ ჩვენ როგორც აქამდე, გავატარებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების ინტერესს

თუ აქვთ სურვილი, განაგრძონ ისევ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ წანწალი, საბოლოოდ ჩვენ როგორც აქამდე, გავატარებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების ინტერესს,- განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ ოპოზიციის მისამართით.

დეპუტატი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის გაურკვეველ პოზიციას გამოეხმაურა.

„ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისგან ვისმენთ, რომ თურმე თვითმმართველობის არჩევნები და ის, რომ რომელიღაც სოფელს ჰყავდეს მაჟორიტარი დეპუტატი, სოფლის საქმეებში ჩავერთოთ, რეალურად პოპულარული არ არის. თუ აქვთ სურვილი, განაგრძონ ისევ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ წანწალი, საბოლოოდ ჩვენ როგორც აქამდე, გავატარებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების ინტერესს. ჩვენი ამომრჩევლები იყვნენ დაახლოებით მილიონ ორასი ათასი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება ახლა [არჩევნებზე] ჩვენი ამომრჩეველი, რადგან ეს ადამიანები ნათლად ხედავენ რეალობას და იმ ადამიანებს, ვინ შეიძლება მათი ინტერესი გაატაროს და დაიცვას სწორედ იმ სოფლებში და მუნიციპალიტეტებში“, - აღნიშნა