ზვიად შალამბერიძე ხოშტარიებისთვის ჩარიცხულ რუბლებზე: ეს არის მაგალითი, როდესაც ჩვენ ფაქტებით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რეალურად ვინ ემსახურება საქართველოში რუსულ ინტერესებს

ზვიად შალამბერიძე ხოშტარიებისთვის ჩარიცხულ რუბლებზე: ეს არის მაგალითი, როდესაც ჩვენ ფაქტებით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რეალურად ვინ ემსახურება საქართველოში რუსულ ინტერესებს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ხოშტარიების ოჯახის მორიგი რუსული ტრანშის მიღება „ქრონიკასთან“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ორმაგი სტანდარტია, ერთი მხრივ სხვას ეძახდე რუსს, მეორე მხრივ, თავად აგროვებდე რუსულ კაპიტალს.

„ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ხოშტარიების ოჯახმა მორიგი დამსახურებული ტრანში მიიღო, ეს არც პირველია და არც ბოლო იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ.

ეს არის ძალიან მკაფიო მაგალითი იმ ორმაგი სტანდარტის, როგორც იქცევა ჩვენი ოპოზიცია. ყოველდღიურად, ჩვენს გუნდს ბრალს დებენ იმაში, რომ ჩვენ პრორუსულ პოლიტიკას ვატარებთ და ვემსახურებით რუსეთის ინტერესებს არანაირი ფაქტის დადასტურების გარეშე. ეს არის ის მაგალითი, როდესაც ჩვენ ფაქტებით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რეალურად ვინ ემსახურება საქართველოში რუსულ ინტერესებს“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ხოშტარიების ოჯახმა მორიგი რუსული ტრანში მიიღო. გუშინ საღამოს გოგი ხოშტარიას ანგარიშზე 1 200 433 რუბლი დაჯდა.

მარბიელი მართლა უნიათოები ხართ? ქალი ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტიდან სისტემატიურად იღებს მსხვილ თანხებს!!! რატომ არ ინტერესდებით? დაოზახეთ, გამოკითხეთ ისიც და მისი "ხულიგნობაზე ამნისტირებული" მამა ... მოსთხოვეთ დოკუმენტები ...იქნებ იმ ტანხით იარაღს ყიდულობენ! იქნებ მართლა მემკვიდრეობაა; გაარკვიეთ და დაამთავრეთ!
რამდენ ხანს შეიძლება ილაოარაკოთ, ომ გახარია- ნაცების კოალიციისა არ იყოს?
2 საათის უკან