შეერთებული შტატების საელჩოს თბილისში მიაჩნდა, რომ საქართველოს მთავრობა „მეტისმეტად ფოკუსირებული“ იყო ამერიკული იარაღის მიღებაზე, ნათქვამია 2010 წლის თებერვლით დათარიღებულ დეპეშაში, რომელიც საქართველოში იმ დროს ავღანეთში აშშ-ს ელჩის რიჩარდ ჰოლბრუკის ვიზიტის წინ შეიქმნა. დოკუმენტს Wikileaks აქვეყნებს:
“საქართველოში ძალიან მაღალია დაუცველობის განცდა, რომლითაც გაჟღენთილია ქართული საზოგადოება და პოლიტიკური კულტურა. რუსეთის არმია, რომელიც თბილისიდან 25 მილშია განთავსებული, მუდმივ სამხედრო ბაზებს აშენებს და ქართველებს მუდმივად ესმით რუსული განცხადებები შესაძლო ქართული აგრესიის ან აფხაზეთის რუსულ ეკონომიკასთან შერწმაზე ბოლოდროინდელი ნაბიჯების შესახებ.
მოსკოვის განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში პროვოკაციებს გეგმავს ქართველ ჩინოვნიკებში თესავს შიშს, რომ რუსეთი ახალ საბაბს ეძებს. თავის მხრივ, საქართველო მეტისმეტად ფოკუსირებულია იარაღის შეძენაზე, რაც მისი შიშის ანტიდოტია.
მას ეშინია, რომ ჩვენი მიდგომა სამხედრო თანამშრომლობისადმი (რომელიც დიდწილად ფოკუსირებულია სტრუქტურების განვითარებასა და საფრთხეების შეფასებაზე, სათანადო საპასუხო ქმედებების შემუშავებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე ძალის გამოყენებამდე) შესაძლოა გაიცვალოს რუსეთთან სხვა, ისეთ საკითხებზე თანამშრომლობაში, როგორიცაა მაგალითად ირანი… თქვენს მიერ იმის განხილვა, რომ მოსკოვთან ჩვენ უფრო ფართო ძალისხმევას ვხარჯავთ, ხელს შეუწყობდა სააკაშვილის დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენთვის ეს არ არის თამაში ნულოვანი საწყისით – და რომ მოსკოვთან უფრო ფართო დღის წესრიგზე თანამშრომლობით საქართველოც იგებს.”
ქართველები არ აღფრთოვანდებიან მფარველობითი ტონით ფრაზისა „ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება ძალის გამოყენებამდე“, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველოს შემთხვევაში ეს გამართლებულია. თუმცა, ასეა თუ ისე, იარაღის შეძენასთან დაკავშირებული ეს შაბლონური ტექსტი, სხვა იმ ამერიკელი ჩინოვნიკების დეპეშებშიც გვხდება, რომლებიც იმავე პერიოდში ქვეყანას სტუმრობდნენ. სამწუხაროდ, ეს არ არის გასაღები იმის გამოსაცნობად, თუ რას ფიქრობდნენ ჰოლბრუკი ან სხვა ოფიციალური პირები სახელმწიფო დეპარტამენტიდან ან პენტაგონიდან საქართველოსთვის იარაღის გადაცემზე ან მიყიდვაზე.
იმავდროულად, მოსკოვსა და თბილისში სიტუაციის აღქმის სხვაობაზე ხაზგასმით, აშშ-ს საელჩო მოსკოვში ეჭქვეშ აყენებს რუსეთის მთავრობის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი ხელახლა აიარაღებს სახიფათო საქართველოს. კიდევ ერთ, 2009 წლის ოქტომბრის დეპეშაში ნათქვამი:
“უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბალუევსკის, ზავარზინს და კარასინს აინტერესებთ, რატომ უწევს აშშ საქართველოს სამხედრო დახმარებას, როდესაც ეს უკანასკნელი კავკასიის რეგიონის სტაბილურობას ემუქრება. ეს შეშფოთებას იწვევს და რუსეთი ვერ დაუშვებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ აგრესიის განახლებას. ვერშბოუმ ეს პრინციპის საკითხად ახსნა, რომ აშშ დაეხმარება საქართველოს მისი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვაში, მაგრამ განაცხადა, რომ აშშ საქართველოს არ აიარაღებს, როგორც ამას მოსკოვი მუდმივად იმეორებს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის იარაღი არ მიუწოდებია; თავდაცვის სამინისტროს ხარჯები სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა ჰუმანიტარული მიზნებისთვის. მოკლევადიან პერსპექტივაში, აშშ ძალიან ფრთხილად მოქმედებს და კონცენტრირებულია წრთვნაზე, განათლებაზე და ეხმარება საქართველოს აშშ-ს არმიის მეთაურობით ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. იმავდროულად, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და თავდაცვის უფლება აქვს. ჩვენ არანაირი ემბარგო დაწესებული არ გვაქვს, და მომავალში საქართველოს იარაღი შეიძლება მივაწოდოთ.”
ეს კი ნამდვილად გასაკვირია. მე მეგონა, რომ რუსეთის განცხადებები იმის თობაზე, რომ შეერთებული შტატები საქართველოს აიარაღებს საზოგადოებრივი მოხმარების იყო, და რომ რუს ჩინოვნიკებს სინამდვილეში ესმოდათ რაც ხდებოდა. მაგრამ ეს ჩანაწერი იმაზე მიუთითებს, რომ მათ მართლაც სჯერათ საკუთარი სიტყვების – ან სჯეროდათ მაინც ორი წლის წინ. ჩვენ ისღა გვრჩება ვიმარჩიელოთ, ასეა ეს დღესაც, თუ არა.
foreignpress.ge