„10 წლისწინანდელმა მოვლენებმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს მსოფლიო გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ათწლეულის წინ“, – თქვა რასმუსენმა. მიუხედავად იმისა, რომ ტერაქტები 2001 წლის შემდეგაც ხდებოდა, საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებები მნიშვნელოვნად დასუსტდნენ. ეს კარგი ამბავია“, – დასძინა მან ბრიუსელში კონფერენციის დროს.
„11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტების განმეორება შეუძლებელია“
ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორმა ჟილ დე კერკხოვმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საფრთხე „ალ-ქაიდას“ „აშკარა მარცხის“ გამო შემცირდა. „დღევანდელ დღეს, იმ მასშტაბისა და ჩანაფიქრის მსგავსი თავდასხმა, როგორიც 11 სექტემბრის ტერაქტები იყო, შეუძლებელია“, – განაცხადა მან. [„ალ-ქაიდას“] ცენტრალური ორგანიზაცია მნიშვნელოვნად დარის დასუსტებული ავღანური მოქმედებების – ამერიკული უპილოტო თვიტმფრინავების, ავღანეთის არმიის აქტიურობის და გაზრდილი საერთაშორისო თანამშრომლობის გამო“, – განმარტა მან.
კერკხოვმა ახსენა ასევე უსამა ბინ ლადენის „ლიკვიდაცია“ და პაკისტანსა და ავღანეთში „ალ-ქაიდას“ უამრავი წევრის დაღუპვა. გარდა ამისა, „სადაზვერვო მონაცემებით ჩვენთვის ცნობილია, რომ მათ ფინანსური პრობლემები აქვთ, ახლა აღარ აქვთ ის ფინანსური შესაძლებლობები რაც ადრე ჰქონდათ“, – დარწმუნებით განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
ამავდროულად, მან დააზუსტა ის, რომ საფრთხე მაინც არსებობს. „საფრთხის ცნება შეიცვალა, დღეს ის უფრო კომპლექსური, უფრო მრავალფეროვანია“, – განაცხადა კერკხოვმა. „ჩვენ საქმე გვაქვს „ალ-ქაიდას“ მრავალრიცხოვან განშტოებებთან, რომელთაგან „ყველაზე საშიში“ არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი ჯგუფია, დასძინა მან. „ალ ქაიდას“ ეს უჯრედი განსაკუთრებით აქტიური იემენის სამხრეთშია.
კერკხოვის შეფასებით, ევროკავშირი ტერორისტული საფრთხეების აღსაკვეთად „უკეთ არის მომზადებული, ვიდრე იყო 10 წლის წინ“ და ეს სხვადასხვა საერთოევროპული სააგენტოების არსებობის დამსახურებაა, ისეთების, როგორებიცაა Eurojust (სასამართლო) და Frontex (გარე საზღვრების კონტროლი).
foreignpress.ge