ავსტრიელმა ეკონომისტმა ფრიდრიხ ვონ ჰაიეკმა, რომელიც 1992 წელს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, ერთხელ აღნიშნა რომ იმისათვის რომ უკანასკნელი სიტყვა გქონდეს საჭიროა შენს ოპონენტზე მეტხანს იცოცხლო. მისი უდიდესი უპირატესობა სწორედ ის იყო, რომ კეინზზე თითქმის 50 წელზე მეტხანს იცოცხლა და ამგვარად მისი სიკვდილის შემდგომ მოახერხა მეტოქეზე გამარჯვება, რომელიც სანამ ცოცხალი იყო ინტელექტუალურად მას სასტიკად ამარცხებდა.
ჰაიეკის აპოთეოზი 1980-იან წლებში დგება, როდესაც ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა ’გზა მონობისკენ’-ის(1944) ციტირება დაიწყო, ჰაიეკის კლასიკური ნამუშევარი რომელშიც ის ცენტრალურ დაგეგმარებას აკრიტიკებს. თუმცა ეკონომიკაში არასდროს არ არსებობს საბოლოო ვერდიქტები, ჰაიეკმა მოახერხა თავისუფალი ბაზრის სისტემის ადვოკატირება ცენტრალური დაგეგმარებისა და რეგულირების მზარდი არაეფექტურობის წინააღმდეგ და მიიღო მხარდაჭერა, კეინზის იმ შეხედულების საპირისპიროდ, რომ საბაზრო სისტემა მუდმივ სტაბილიზირებას საჭიროებს ფინანსთა სამინისტროებისა და ცენტრალური ბანკების მხრიდან.
ორივე ტრადიცია ჩიკაგოს სკოლის ’რაციონალური მოლოდინის’ თეორიიდან მომდინარეობს, რომელიც მეინსტრიმულ ეკონომიკაში უკანასკნელი 25 წლის მანძილზე დომინირებს. ეკონომიკურ აგენტებს შორის შესაძლებელია სრული ინფორმაციის ფლობა ყველა შესაძლო გაუთვალისწინებელი გარემოებების შესახებ, ამდენად სისტემური კრიზისები არასდროს არ შეიძლება წარმოიშვას შემთხვევითობებისა და სიურპრიზების შედეგად, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ეკონომიკურ თეორიაში.
2007-2008 წლების გლობალურმა ეკონომიკურმა კრახმა ’რაციონალური მოლოდინის’ ეკონომიკის დისკრედიტაცია გამოიწვია(მიუხედავად იმისა, რომ მისი მომხრეები ამას ჯერ კიდევ არ აღიარებენ) და ორივე კეინზიც და ჰაიეკიც დააბრუნა უკან სიკვდილისშემდგომ დავაში. საკითხები მნიშვნელოვანად არ შეცვლილა და არც მათი არგუმენტები, რომლებიც 1930 წლების დიდი დეპრესიიდან იღებს სათავეს. რა არის საბაზრო ეკონომიკის კოლაფსის მიზეზები? როგორი უნდა იყო სწორი პასუხი კრიზისზე? რა შეიძლება იყოს საუკეთესო საშუალება შემდგომი კრიზისების პრევენციისათვის?
ჰაიეკისათვის 1930-იან წლებში და ჰაიეკის მიმდევრებისაათვის დღეს ’კრიზისი’ მიიჩნევა შედეგად მეტისმეტად დიდი ინვესტირებისა შედარებით მიწოდების დამზოგველობასთან, რაც შესაძლებელი გახდა გადაჭარბებული საკრედიტო ექსპანსიით. საბანკო კრედიტები იმაზე დაბალი საპროცენტო ბეგარით, ვიდრე ამის საჭიროება არსებობდა, ყველა სახის საინვესტიციო პროექტს მომგებიანობას ანიჭებდა, მაგრამ მხოლოდ დროებით.
თუმცა რამდენადაც ეს ინვესტიციები არ გამოხატავდა აგენტების რეალურ უპირატესობას სამომავლო მოხმარებისთვის, შეკვეცა აუცილებელი იყო, რომლის გარეშეც მას დასრულების საშუალება არ მიეცემოდა. მათ შეუძლიათ დროდადრო გააგრძელონ მონეტარული ინექციები ცენტრალური ბანკებიდან, მაგრამ ბაზრის მონაწილეები საბოლოოდ გააცნობიერებენ, რომ ყველა ამ საინვესტიციო პროექტის დასასრულებლად საჭიროა შეკვეცა. ამ მომენტში ბუმი გადაიქცევა გაკოტრებად.
ყველა ხელოვნური ბუმი ამგვარად საკუთარ თავშივე შეიცავს, განადგურების მექანიზმს. აღდგენა კი შესაძლებელია რესურსების არაეფექტურად გამოყენების ლიკვიდირებით, ხარჯების შემცირებითა და მომჭირნეობის ზრდით.
კეინზი (და კეინზიანელები დღეს) ფიქრობდა, რომ კრიზისი არის შედეგი საპირისპირო მიზეზებისა: არასაკმარისი ინვესტიციები, უფრო ზუსტად ზედმეტად ნაკლები ხარჯები სრული დასაქმებულობის მხარდასაჭერად და ინვესტირების დონე - რომელმაც არ შეიძლება რომ არ მიგვიყვანოს მოგების მოლოდინის კოლაფსამდე. კეინზისა და ჰაიეკის ახსნა კრიზისის მიზეზებისა, რეალურად ძალიან არ განსხვავდება, მაღალი დავალიანება საკვანძო როლს თამაშობს ორივეს მოსაზრებაში. თუმცა დასკვნები, რომელიც ამ ორ თეორიას გამოაქვს ძალიან განსხვავებულია.
თუკი ჰაიეკი კრიზისიდან გამოსვლისათვის საჭიროდ მიიჩნევს მაღალი ინვესტიციების ლიკვიდირებასა და სამომხმარებლო ხარჯების შემცირების ზრდას, კეინზისთვის პირიქით აღდგენისათვის საჭიროა დამზოგველობის მიდრეკილების შემცირება და მოხმარებისა და დანახარჯების ზრდა მოსალოდნელი მოგების მოლოდინის შენარჩუნების მიზნით. ჰაიეკი მოითხოვდა უფრო მკაცრ ეკონომიკასა და ფისკალურ კონსერვატიზმს, კეინზი კი უფრო მეტად დახარჯვასა და ინვესტირებაზე ორიენტირებულ ეკონომიკას.
აქ ჩვენ გვაქვს გასაღები იმისა, თუ რატომ წააგო ჰაიეკმა ’დიდი ბრძოლა’ კეინზთან 1930-იან წლებში. ეს იყო არა მხოლოდ ის რომ ნორმას გადაჭარბებული ლიკვიდაციის პოლიტიკა, იმ პერიოდში პოლიტიკურად კატასტროფული იყო: გერმანიაში ამან ჰიტლერი მოიყვანა ხელისუფლებაში. კეინზმა როგორც აღნიშნა თუკი ყველა - საოჯახო მეურნეობები, ფირმები და მთავრობები - დაიწყებდნენ ერთდროულად მცდელობებს საკუთარი ხარჯების შემცირების გაზრდისა, არ დარჩებოდა არანაირი საშუალება ეკონომიკის დაცემის შესაჩერებლად, რაც ხალხის უკიდურესად გაღარიბებას გამოიწვევდა. ზუსტად ეს ნაკლოვანება ჰაიეკის მოსაზრებაში გახდა იმის მიზეზი, რომ ეკონომისტების უმრავლესობამ დატოვა ჰაიეკის ბანაკი და კეინზიანური ’სტიმულირების’ პოლიტიკა გაიზიარა.
ჰაიეკის ფანატიკოსი მომხრეების გარდა, ყველასათვის ცხადია, რომ 2009 წლის გლობალურმა კოორდინირებულმა სტიმულირების პოლიტიკამ თავიდან აგვაცილა ახალ დიდ დეპრესიაში შესვლა. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მთავრობის მიერ იმ გაწეული ხარჯების ღირებულებამ, რომლებმაც იხსნეს საკუთარი ბანკები და მხარი დაუჭირეს საკუთარ ეკონომიკას ბიზნესის კრახის პირობებში, დააზიანა ან გაანადგურა მათი კრედიტუნარიანობა. თუმცა სულ უფრო ხშირად აღიარებენ, იმასაც რომ სახელმწიფო სექტორის უმოქმედეობა და ფისკალური კონსერვატიზმი, სუსტი კერძო სექტორის დროს გარანტიაა მინიმუმ მრავალწლიანი სტაგნაციისა, უფრო დიდი კოლაფსის თუ არა.
ამგვარად პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. პატარა იმედის დამყარება შეიძლება ევროპაზე, თუმცა რეალური საკითხი ის არის, შეძლებს თუ არა ბარაკ ობამა პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მანტიის მორგებას.
მომავალში, შემდგომი სხვადასხვა სიმწვავის კრიზისების პრევენციისთვის, კეინზიანელები ამტკიცებენ რომ საჭიროა მაკროეკონომიკური მმართვის ინსტრუმენტების გაძლიერება. ჰაიეკის მომხრეები საპირისპიროდ არაფერ გონივრულს არ გვთავაზობენ თავიანთ მოსაზრებებში. მათი ერთ-ერთი ყველაზე უფრო საყვარელი საშუალების გამოყენება უკვე ძალიან გვიან არის - ცენტრალური ბანკების ლიკვიდაცია, როგორც გადაჭარბებული კრედიტების შესაძლო წყაროსი. ცენტრალური ბანკების გარეშე არსებული ეკონომიკაც შესაძლოა საფრთხეში ჩააგდოს ოპტიმიზმისა და პესიმიზმის შედეგად გამოწვეულმა შეცდომებმა. და უკვე უმნიშვნელო ხდება ეს შეცდომები ცუდი პოლიტიკის შედეგია თუ ცუდი მორალის.
ამგვარად მიუხედავად მთელი თავისი ორიგინალურობისა, როგორც თავისუფლების ფილოსოფოსისა, ჰაიეკმა დაიმსახურა კეინზთან მარცხი 1930-იან წლებში და ის აგრეთვე იმსახურებს რომ წააგოს მატჩ-რევანში უკვე დღეს.