ცენტრალური საარჩევნო კომისია, ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებისთვის", საარჩევნო ნომრით - 7 სარგებლობაზე, უარის თქმას აპირებს. ამის შესახებ From.ge-ს კოალიციის ერთ ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.
ძიძიგურის თქმით, ხათუნა გოგორიშვილსა და მიხელ მაჭავარიანს, სქემა აქვთ შემუშავებული, თუ, როგორ უნდა წაართვან ეს ნომერი.
„ისინი აპირებენ პოლიტიკური და არა სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებას. კანონის მიხედვით, კოალიციას შეუძლია გამოიყენოს იმ პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ნომერი, რომელიც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა. ასეთი კი, "კონსერვატიული პარტია", რომლის საარჩევნო ნომერიც - 7, კოალიციამ აირჩია. სწორედ კანონის ამ ნორმის წინააღმდეგ მიდიან ისინი“, - განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების კანონის ფარგლებში მოქცევა ძნელია, თუმცა აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მათთვის შეუძლებელი უკვე არაფერია.
რაც შეეხება იმას, თუ რას მოიმოქმედებს კოალიცია საარჩევნო ნომრის „წართმევის“ შემთხვევაში, ძიძიგური აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით გაიმართება შტაბის სხდომა, სადაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას გადაწყვეტილებას აცნობებს.