Forbes
კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა ექსპერიმენტების შედეგად დაადასტურა, რომ ნებისმიერი ადამიანის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მისი სურათების და სოციალურ ქსელში არსებული პროფილის მეშვეობითაა შესაძლებელი. ჯგუფმა რამდენიმე სტუდენტს 35 ევროს ვებ-კამერით სურათები გადაუღო და „გუგლის“ პროგრამის დახმარებით, რამდენიმე წუთში მათი ვინაობა განსაზღვრა, ასევე დაადგინა მათი დაზღვევის პირველი 5 ციფრი.
ახლახანს, „ფეისბუქმა“ სახეების ამოცნობის შიდა ინსტრუმენტი გამოუშვა, რომელიც ფოტოსურათებზე მეგობრებს ავტომატურად გამოჰყოფს, რამაც პრივატული ცხოვრების აქტიური დამცველების პროტესტი გამოიწვია. მაგრამ მათ მხედველობიდან გამორჩათ თავად ქსელში უზარმაზარი ბაზის არსებობის ფაქტი, სადაც ნებისმიერი მომხმარებლის მონაცემის თუ სურათის ამოღება და მის ბიომეტრულ სურათად ქცევა შეიძლება. და არა მხოლოდ „ფეისბუქიდან“. თითქმის ყველა ჩვენგანს სხვადასხვა სოციალურ ქსელზე ერთი სურათი მაინც უდევს. ეს ტენდენცია კი იზრდება და მომავალი, რომელშიც კონფიდენციალური ინფორმაციის მიღება ჩვენივე სურათებიდანაა შესაძლებელი, უკვე დადგა, მაგრამ გვჭირდება კი ასეთი მომავალი?
ამოცნობის ტექნოლოგიები უკვე ბაზარზე იყიდება. BI2 Technologies-მა შეიმუშავა და 3000 დოლარად ყიდის „აიფონების“ დანართ MORIS-ს, რომელსაც ამერიკის პოლიცია უკვე აქტიურად იყენებს.Microsoft-მა Intel-თან ერთად, გამვლელთა ასაკის და სქესის დასადგენად, ციფრული სარეკლამო ბილბოდრები და კამერები შექმნა. ეს მოწყობილობა ჩიკაგოს ბარებში დაამონტაჟეს, რათა კლიენტებმა, ვიმესთან არშიყობის დაწყებამდე ბარში მყოფთა ასაკისა და სქესის დადგენა შეძლონ.მაგრამ რამდენად კარგიც არ უნდა იყოს ესა თუ ის თანამედროვე ტექნოლოგია, მთავარი ისაა, რომ მან ზიანი არავის მიაყენოს და ჩვენს პირად ცხოვრებაში უხეშად არ შემოიჭრას - აცხადებენ ანალიტიკოსები.