ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი ტომას ხენდრიკ ილვესი (Toomas Hendrik Ilves) მეორე ხუთწლიანი ვადით არჩეულ იქნა ესტონეთის პრეზიდენტად.
ესტონეთის პარლამენტის, რიიგიკოგუს (Riigikogu) 29 აგვისტოს საგანგებო სხდომაზე, ილვესის არჩევას მხარი დაუჭირა 73 დეპუტატმა. გამარჯვებისთვის საჭირო მინიმალური ოდენობა, 68 ხმა (პარლამენტის 2/3 მეტი) ილვესს გარანტირებული ჰქონდა, იმდენად რამდენადაც მისი კანდიდატურა 75 დეპუტატმა წამოაყენა. მათ რიცხვში შედიოდნენ როგორც მმართველი კოალიციის 56, ასევე - ასევე ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის 19 დეპუტატი.
ალტერნატიული კანდიდატი წამოაყენა ოპოზიციურმა ცენტრისტულმა პარტიამ (26 დეპუტატი) ევროპარლამენტის დეპუტატის, უპარტიო ინდრეკა ტარანდას სახით.
ესტონეთის კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო მეთაურს 5 წლის ვადით პარლამენტი ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის (101 დეპუტატი) არანაკლებ 2/3-ით ირჩევს. თუ პირველი ტური ვერ გამოავლენს გამარჯვებულს, მაშინ მეორე დღეს იმართება მეორე ტური, რომელზეც კანდიდატები ახლიდან უნდა იქნენ დასახელებულნი. თუ გამარჯვებულს ვერ მეორე ტური ვერ გამოავლენს, მაშინ იმ დღესვე იმართება მესამე ტური. თუ ამჯერადაც ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საჭირო ხმების მინიმუმს, მაშინ პრეზიდენტის არჩევის პრეროგატივა გადადის ამომრჩევთა კოლეგიის ხელში.
ამომრჩევთა კოლეგია შედგება პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებისაგან, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 350 კაცს შეადგენს. კოლეგიაზე პრეზიდენტად არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც კოლეგიის წევრთა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს.
თუმცა პრეზიდენტ ილვესს ამ რთული პროცედურების გავლა არ მოუხდა და ის, როგორც ექსპერტები პროგნოზირებდნენ, პირველივე ტურში გახდა გამარჯვებული.
ტომას ხენდრიკ ილვესი 1953 წლის 26 დეკემბერს შვეცდეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დაიბადა. მოგვიანებით ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. 1976 წელს ილვესმა კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხით, ხოლო 1978 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიიღო.
მეორე ქორწინებაში მყოფ ილვესს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ყავს.
ფლობს ინგლისურ, ესტონურ, გერმანულ, ესპანურ, ფრანგულ და ფინურ ენებს.