[პირველი]
WikiLeaks-ის მონაცემებით, გასული წლის ბოლოს აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა საქართველოში არსებული ვითარებისა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივების შესახებ ვრცელი ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა.
სკანდალური საიტის ინფორმაციით, დაშიფრული დეპეშა 04 TBILISI 000203 ვაშინგტონში 2010 წლის 17 თებერვალს გაიგზავნა, თუმცა WikiLeaks-ის ხელში აღმოჩნდა. მასში, კერძოდ, ნათქვამია:
"ჩვენ თქვენ - ავღანეთის ომში მონაწილეობას, თქვენ ჩვენ - ნატო-ს წევრობას"
1. საქართველო ამ დროისთვის უფრო მშვიდი და გაწონასწორებულია, ვიდრე ომის შემდეგ, თუმცა ეს გაუმჯობესება დროებითია. საზოგადოებასა და პოლიტიკაში დაუცველობის შეგრძნებაა. არასწორ გათვლებსა და პროვოკაციებს ქვეყნის შიგნითYმარტივად შეუძლია, ახალი კრიზისის პროვოცირება მოახდინოს და მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ახლა პოლიტიკურად უფრო ძლიერია (უფრო სტაბილური ეკონომიკა და გამოკვეთილი კონკურენტის არარსებობა), ფაქტია, რომ იგი საკუთარი თავის დაცულობაში დარწმუნებული არ არის. სააკაშვილს აწუხებს შიში, რომ ისტორია მას ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დაკარგვისთვის გაკიცხავს. ამასთან, მას აშფოთებს ჩვენი აწონ-დაწონილი მიდგომა მოსკოვთან თანამშრომლობისადმი, რომელიც აშშ-ის ინტერესების ცვლილებაზე საუბრობს. შეშფოთებას ამძლავრებს ასევე რუსეთის მუდმივი განცხადებები მისი მთავრობის კანონიერების შესახებ და დასავლეთის დუმილი მოსკოვის ქცევის საპასუხოდ.
2. მთავრობასა და საზოგადოების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ აცდუნებთ ნატო-სა და ევროკავშირში მოხვედრის სურვილი. შიში, რომ საქართველო შესაძლოა, დასავლეთის მოსაცდელ ოთახში დარჩეს, აიძულებს ზოგიერთს, ტერიტორიების ხელახალი ინტეგრირების მიზნით მოსკოვთან გარიგების მიზანშეწონილობის განხილვა დაიწყოს. სააკაშვილი კი განაგრძობს "ერთი მსხვილი საქმის" ძიებას, რომელიც საქართველოს დასავლეთში გამაგრებაში დაეხმარება. მაგალითად, ამასწინათ მან აშშ-სა და ნატო-ს ავღანეთისთვის ლოგისტიკური კომპლექსის მიწოდება შესთავაზა, რაც უახლოესი ორი წლისთვის სერიოზულ სამხედრო ვალდებულებებს დაემატება. ჩვენი ამოცანაა, დავარწმუნოთ სააკაშვილი, რომ ის რისკავს, დაკარგოს ავღანეთში საქართველოს უაღრესად დიდი წვლილით გამოწვეული კეთილგანწყობა, თუ საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ვერ გააძლიერებს. აუცილებელია, დავარწმუნოთ იგი ჩვენს მხარდაჭერაში, რათა მან თავი დაცულად იგრძნოს და შეძლოს იმის კეთება, რაც საჭიროა.
წვლილი ავღანეთში
3. ავღანეთში ძალების გადასროლის გეგმა ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ სააკაშვილი მკვეთრად განწყობილია, საქართველო დასავლეთისკენ წაიყვანოს. დღეს ავღანეთში უკვე განლაგებულია მათი მსუბუქი დანაყოფები (173 ქვეითი), რომლებიც ფრანგების დაქვემდებარებაშია და მოსალოდნელია თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან. ქართველებმა წვრთნებზე კარგად აჩვენეს თავი. დამკვირვებლებმა აშშ-დან დაადგინეს, რომ მათი შეიარაღებული ძალები კარგადას მომზადებული "კონტრტერორისტულ გარემოში სამხედრო ოპერაციების მთელი სპექტრის ჩატარებისთვის".
4. საზოგადოებრივი განხილვა საქართველოს მონაწილეობაზე ავღანეთის ომში შეზღუდული იყო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნათლად მიუთითა, რომ ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული თავად საქართველოს უსაფრთხოებასთან და სახალხოდ განაცხადა, რომ "როგორც კი ავღანეთის პრობლემა მოგვარდება და ერაყში ომი დასრულდება, საქართველო უფრო დაცული გახდება". მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ავღანეთში მსახური ქართველი ჯარისკაცებისთვის ფასეული გამოცდილებაა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ გზით საქართველო წარმოაჩენს თავს, როგორც პარტნიორი, ხოლო ნატო-ს წევრები მას უფრო სერიოზულად აღიქვამენ.
5. საქართველოს სამხედრო მომზადების პროგრამა (GDP-ISAF) 2009 წლის 1 სექტემბრიდან მიმდინარეობს. ის სროლიდან დაწყებული, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენისა და ლიკვიდაციის ჩათვლით პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს. საქართველოს დღევანდელი მისია ფრანგული სარდლობის ქვეშ საკმაოდ სტატიკურია, ამიტომ გადაწყვეტილია, რომ ახლა ქართველი სამხედროები "საომარ სივრცეს" ამერიკულ ფლოტთან გაიყოფენ. ქართველები ასევე გაგზავნიან ორ ოფიცერს თურქული სარდლობის ქვეშ არსებულ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალებში, რათა იქონიონ კავშირი ავღანეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნაციონალური თავდაცვის გენერალურ შტაბს შორის.
ისევ ნატო-ში სურთ
6. ქართველები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობას განიხილავენ, როგორც გადასახადს ნატო-ში მიღებისთვის. აქ ჯერ კიდევ სერიოზულად ემხობიან ალიანსს. 2008 წლის აპრილში ბუქარესტში გაცხადებული ინფორმაციის შემდეგ, რომ საქართელო ბოლოსდაბოლოს ბლოკის წევრი გახდება და აგვისტოს ომის შემდეგ ნატო მასთან კავშირს ნატო-საქართველოს კომისიის ეგიდით აძლიერებს. ამის შედეგად იქნა შემუშავებული ყოველწლიური სახელმწიფო პროგრამა (ANP), რომელმაც ნატო-ს წევრობისთვის აუცილებელი რეფორმების გატარება უნდა უზრუნველყოს. ჩვენ კი უნდა დავანახოთ ქართველებს, რომ მათ ყველა ძალისხმევას ვაფასებთ და ამავდროულად მივიტანოთ ქართველებამდე დაფარული გზავნილი, რომ ეს საკმარისი არ არის და საჭიროა შესაბამისი წარმატებები საზოგადოების მხრიდანაც.
კონფლიქტი და დაუცველობა
სამხედრო გზით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვერ დაიბრუნებენ
7. ძნელია, გადააფასო, რამდენად ძლიერად არის გაჟღენთილი ქართული საზოგადოება დაუცველობის შეგრძნებით. რუსული ჯარი თბილისიდან 25 მილში იმყოფება, აშენებს მუდმივ ბაზებს. წამდაუწუმ ისმის რუსეთის განცხადებები ქართული აგრესიისა და აფხაზეთის რუსულ ეკონომიკაში ჩართვის შესახებ. მოსკოვის მტკიცება კი იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ ოსეთში ქართული პროვოკაციები მზადდება, ქართველი ჩინოვნიკების შიშს იწვევს, რომ მოსკოვი მიზეზს ეძებს. თბილისი, თავის მხრივ, ცდილობს, ამ ნევროტულობას იარაღის შეძენით უმკურნალოს. ქართველებს ეშინიათ, რომ თავდაცვის სფეროში ერთობლივი ქმედებებისადმი ჩვენი მიდგომა მხოლოდ კომპრომისია ირანის მსგავსად, რუსეთთან სხვა საკითხებში თანამშრომლობის მისაღწევად.
8. ქართული პოლიტიკა სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით გაცილებით მომწიფებული ხდება და ასახავს მზარდ აღიარებას იმისა, რომ მოკლე (სამხედრო) გზით საქართველოს შემადგენლობაში მათი ინტეგრაცია უბრალოდ არ არსებობს. დასაწყისში ამ ორი რეგიონის სტატუსის საკითხი უნდა იქნეს განხილული. აი, რაშია მთავარი საკითხი: რამდენად აკონტროლებენ საკუთარ ბედს ამ ტერიტორიების ფაქტობრივი ხელისუფლებები, თუ ყველაფრის დირიჟორი რუსეთია? ქართველები დარწმუნებული არიან, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ბრძანებით კარგი და ცუდი პოლიციელების წყვილს თამაშობენ. სამხრეთ ოსეთისგან რაიმე სახის კონსტრუქციულ რეაქციას არავინ ელის. აი, აფხაზების პოზიტიური გამოხმაურება კი, თუმდაც მოკრძალებულ თემებზე შესაძლოა, იმაზე მეტყველებს, რომ აფხაზები გულწრფელად არიან დაინტერესებული, რათა მოსკოვის ორბიტიდან გავიდნენ და თბილისთან რაიმე შეთანხმებამდე მივიდნენ. ამჟამად ჩვენ ვამუშავებთ შესაძლო გზებს, რომლითაც აშშ ასეთი სტრატეგიის მიზანს მხარს დაუჭერს.
შიდა სირთულეები: ხალხი რეფორმებს ელის
9. სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში კონსტიტუციურ უმრავლესობას ინარჩუნებს, გამოკითხვების შედეგები კი ფართო სახალხო მხარდაჭერაზე მეტყველებს. ოპოზიციის 2009 წლის პროტესტზე თავშეკავებულმა სამთავრობო რეაქციამ სააკაშვილისა და მისი პარტიის პოპულარობა გაზარდა. 2009 წელს ყველაზე სერიოზული სირთულის - ეკონომიკის შესუსტების გადაწყვეტა, როგორც ჩანს, წლის ბოლოსთვის მოხერხდა, თუმცა უმუშევრობის დონე ჯერ კიდევ მაღალია, ინვესტიციების დონე კი მკვეთრად დაეცა. საერთაშორისო დახმარებამ, განსაკუთრებით აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გამოყოფილმა 1 მლრდ დოლარის ოდენობის ამერიკულმა დახმარებამ საქართველოს გლობალური ფინანსური კრიზისი აარიდა და აღსადგენად სერიოზული ბაზა შეუქმნა. ევროკავშირმა, სხვა სპონსპორებმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს პოსტკონფლიქტური მხარდაჭერის მიზნით დამატებით 3,5 მლრდ დოლარის დახმარება გაუწიეს.
დემოკრატიული პროგრესი
10. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია სხვადასხვა დარგში, 2009 წლის 28 დეკემბერს ახალი საარჩევნო კოდექსის წარმოდგენის ჩათვლით, რომელიც 2010 წლის მაისისთვის დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნებისთვის წესებს ადგენს. ქართული ოპოზიცია ძალზე ჭრელია - დაწყებული "პასუხისმგებლობის მქონე" პარტიებით, რომლებიც პარლამენტში სხედან და დამთავრებული "შეურიგებლებით", რომლებიც ნებისმიერ საკითხზე დიალოგის დაწყებამდე სააკაშვილის ვადამდე წასვლას მოითხოვენ. პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებს დათანხმდა, რითაც ოპოზიციას ყველაზე მეტად ოპოზიციურად განწყობილ ქალაქში ამ მნიშვნელოვანი თანამდებობის კონტროლის საშუალება მისცა. თუმცა მასმედიაზე მთავრობის სერიოზულმა გავლენამ (თუ პირდაპირ კონტროლს არ ვიტყვით) ოპოზიციის ამოცანა მნიშვნელოვნად გაართულა.
ოპოზიციის შიშები
11. ოპოზიციის ლიდერები (როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ) ძირითადად მოუწოდებენ აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებას, ჩაერიონ, რათა საქართველოს საარჩევნო ველი გათანაბრდეს. ამ მიზნის მისაღწევად, მათი აზრით, ამერიკამ აქცენტი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, მედიაკლიმატის გაუმჯობესებაზე და პოლიტიკური პლურალიზმის ამაღლებაზე უნდა გააკეთოს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დრომდე ელის, როდის შეასრულებს მთავრობა დანაპირებს დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის დაწყების თაობაზე, რომელიც სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გამოაცხადა. თავის მხრივ, ოპოზიცია ირწმუნება, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა მთელი ძალაუფლება საკუთარ ხელში მოაქცია და ავტორიტარული მიმართულებით აგრძელებს სვლას. თუმცა ოპოზიციურ რიგებში არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმის შესახებ, რაშია ალტერნატივა და რა უნდა გაკეთდეს.
მასმედია
12. სადღეისოდ ქართული მასმედიის საშუალებები ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას ასახავს. სახეზეა გამოკვეთილი დაყოფა პრო-სამთავრობო და პრო-ოპოზიციურ ნაწილებად. მოსახლეობის უმრავლესობისთვის სახელმწიფო სატელევიზიო არხები ინფორმაციის ძირითად წყაროდ რჩება. სატელევიზიო კონტენტი შეზღუდულია. შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილი ცუდადაა ინფორმირებული მთელ რიგ თემებზე. შეზღუდულია ასევე საინფორმაციო სიახლეების პროგრამები აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე, რის გამოც ეთნიკურმა უმცირესობებმა ცოტა თუ იციან იმის შესახებ, რა ხდება საქართველოში. თუმცა ბევრი თანამგზავრზე გადასვლას ცდილობს, რათა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან სიახლეები მიიღოს. საქართველოს მედიაბაზარი ძალზე მცირეა და სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის. ჟურნალისტებს ცოტას უხდიან.
ურთიერთობები რუსეთთან
13. მოსკოვთან საქმეები ძნელად მიდის, მაგრამ მოლაპარაკება მოუწევთ. რუსეთსა და საქართველოს შორის ოფიციალური ურთიერთობები კვლავ რთულია, თუმცა დეკემბერში ქვეყნების მთავრობებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას სომხეთში ტრანზიტისთვის საზღვრის გახსნისა და ქართველებისთვის მისი გადაკვეთის შეზღუდული შესაძლებლობის მიცემის თაობაზე, მარტში კი შეთანხმების გაფორმებაა შესაძლებელი. იანვარში საქართველოს ავიახაზებმა მოსკოვში რამდენიმე ჩარტერი აამოქმედეს, რაც 2008 წლის შემდეგ პირველი ავიაგადაფრენებია. ახლა წარმოებს მოლაპარაკებები უფრო სისტემატიური რეისების შესახებ.
რთული მეზობლობა
14. საქართველო სერიოზულადაა შეშფოთებული რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტვირთების მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდით. 2010 წლისთვის დაგეგმილია ეს მიწოდებები საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით და მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მსგავს გადაფრენებზე ნებართვის გაცემას აგრძელებს, რათა ერევანთან ურთიერთობების დაძაბვას აარიდოს თავი, საქართველოში არ სჯერათ, რომ სომხებს ამ ტვირთების დამოუკიდებად გამოყენება შეუძლიათ. თბილისი შიშობს, რომ შეიარაღების ისეთი სახეობები, როგორიცაა თვითმფრინავების მსხვილკალიბრიანი ამუნიცია, შესაძლოა, სომხეთში რუსული ჯარებისთვის იყოს განკუთვნილი. მსგავს მიწოდებებს შეუძლია, არა მარტო დაარღვიოს წონასწორობა მთიან ყარაბაღში, არამედ პოტენციურად იმისთვის იქნას გამოყენებული, რომ საქართველო სამხრეთიდან განდევნოს, თუ სამომავლოდ იქ რუსეთთან კონფლიქტი წარმოიქმნება.
15. საქართველო ასევე ცდილობს, ირანთან დაალაგოს ურთიერთობები. თბილისი იზიარებს ბევრ ჩვენს შეშფოთებას ირანის პოლიტიკასთან დაკავშირებით და გამოთქვამს მზადყოფნას, ჩვენი შეხედულებები თეირანთან პირისპირ გააჟღეროს. თუმცა საქართველოს ჯერ კიდევ წინ აქვს შეტაკება თეირანის მრისხანებასთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ აშშ-ში იარაღის ირანელი კონტრაბანდისტის ექსტრადიციას უკავშირდება. ამავე დროს ქართველები ვერ აძლევენ თავს უფლებას, მძლავრ მეზობელსა და მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს ჩამოშორდნენ, განსაკუთრებით - იმის გათვალისწინებით, რომ თბილისს სურს, ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი აღიარება აირიდოს თავიდან".