[ბანკები და ფინანსები]
ბადრი პატარკაციშვილს არ მისცეს, გოჩა ძასოხოვს გააკეთებინეს და ”გადააგდეს”, ახლა რომან ფიფიას აჩუქეს - 49 წლიანი იჯარით
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონი 49 წლიანი სარგებლობის უფლებით საფეხბურთო კლუბს „დინამო" გადაეცა.
თბილისის მერიასთან გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმით, კლუბი „დინამო" ვალდებულებას იღებს სტადიონის მოვლა-პატრონობასა და რეკონსტრუქციაზე.
შეთანხმების მიხედვით, კლუბმა სტადიონის მწვანე საფარის განახლება, ყოველწლიური ინვესტიციის განხორციელება, ასევე სტადიონის უეფასა და ფიფას საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა უზრუნველყოს.
სტადიონის პროფილი მთელი ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე უნდა შენარჩუნდეს.
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ და საფეხბურთო კლუბის „დინამო" დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მოაწერეს ხელი.