ამდენი სიყვარულის ქალაქი სიყვარულის ქვეყანაშიც კი ბევრია

ამდენი სიყვარულის ქალაქი სიყვარულის ქვეყანაშიც კი ბევრია

[ბანკები და ფინანსები]

ბორჯომში სიღნაღის ანალოგიური პროექტი განხორციელდება

ინტერვიუ ტურზიმის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან მაია სიდამონიძესთან

– ზაფხულის ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება. როგორ შეაფასებთ „ზაფხული 2011“–ს?

– საკმაოდ დადებითად. თუმცა, ზაფხულის ტურისტული სეზონი ჯერ არ დასრულებულა და შესამბამისად, საბოლოო, დაზუსტებული მონაცემები სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გვექნება. წინასწარი მონაცემებით, წელს შარშანდელთან შედარებით 45 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ანუ, ამ დროისათვის საქართველოში მილიონ ნახევარი ტურისტია შემოსული. რაც შეეხება სეზონს, ყველაზე აქტიური წელსაც საზრვაო კურორტები იყო, მით უმეტეს, რომ შავი ზღვის სანაპიროს ახალი კურორტი – ანაკლია შეემატა. მაგრამ სხვა წლებისგან წლევანდელი ზაფხული იმითაც იყო გამორჩეული, რომ ტურისტთა ნაკადი სხვადასხვა რეგიონებზე გადანაწილდა, აქტუალური იყო სამთო კურორტები. დამსვენებელი და ტურისტი არ მოჰკლებია ბორჯომს, აბასთუმანს, ბახმაროს, წყალტუბოს, საირმეს. აქაც ქართველებთან ერთად უამრავი უცხოელი ტურისტი ჩავიდა. ევროპელები განსაკუთრებით აქტიურობენ სამთო და კულტურული ტურების მიმართულებით. წელს რაჭა სავსე იყო როგორც დამსვენებლებით, ისე ტურისტებით, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ მომხდარა. 

– ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ წელს საქართველოში 3 მილიონამდე ტურისტი ჩამოვა. რამდენად რეალურია ეს ციფრი და აქვს თუ არა ამ ეტაპზე ქვეყანას ამდენი ტურისტის მიღების რესურსი?

– ეს ციფრი აბსოლუტურად რეალურია, რადგან წინ ზამთრის სეზონია და საქართველო ამ დროსაც საინტერესოა ტურისტებისთვის. თუმცა, ამდენი ტურისტის განთავსების პრობლემა ნამდვილად იქნება. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ქვეყანაში სამვარსკვლავიანი სასტუმროების სიმცირეა, რაზეც ყველაზე მეტი მოთხოვნაა.

– ზაფხულის სეზონმა რა პრობლემები გამოკვეთა?

– მაღალი ფასები და მომსახურების ხარისხი. პირველს ბაზარი არეგულირებს, მეორე კი დროის საკითხია. ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა გასულ წლებთან შედარებით არის, თუმცა საკმარისი არა, ამიტომ სამომავლოდ იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემები მოგვარდება.

– უცხოელი ტურისტები ხშირად ტურისტულ ობიექტებსა და მაგისტრალებზე სანიტარულ–ჰიგიენური ობიექტების მოუწესრიგებლობას უჩივიან. რა კეთდება სახელმწიფო დონეზე ამ მიმართულებით?

– ყველა კურორტსა და ტურისტულ ობიექტზე ე.წ. სველი წერტილები თითქმის ყველგან არის. კეთდება მაგისტრალებზეც, თუმცა, ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს გადასაწყვეტი პრობლემა. ეს თანაბრად ეხება კერძო სექტორსაც, ბენზინგასამართი სადგურები და რესტორნები ვალდებულნი არიან სველი წეტილები მწყობრში ჰქონდეთ.

– ბორჯომსა და რაჭაში თუ იგეგმება ახალი პროექტების განხორციელება და რა იქნება ეს უახლოესი პროექტები?

– მომავალი წლიდან დაიწყება ბორჯომის სრული რეაბილიტაცია, ანუ აქაც განხორციელდება ანალოგიური პროექტი, რაც სიღნაღში, მესტიასა და მცხეთაში გაკეთდა. რაც შეეხება რაჭას, ის უახლოეს მომავალში ახალი პროდუქტი იქნება, ანუ რაჭა ერთ–ერთ მნიშვენელოვან ტურისტულ ცენტრად იქცევა. ამისათვის კი რეგიონის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. იგეგმება ახალი სასტუმროებისა და ზოგადად, ინფრასტრუქტურის შექმნა. ამისათვის კი გარკვეული საინვესტიციო შემოთავაზებები არსებობს და მომავლშიც გამოჩნდებიან ინვესტორები, რომლებიც რაჭას თანამედროვე ტურისტულ პროდუქტად აქცევენ.