„ენერჯი ინვესტის

„ენერჯი ინვესტის" გაკოტრების პროცესი დაიწყო

[ბანკები და ფინანსები]

ვინ იშოვა მილიონები და ვის ხარჯზე

რუსთავის „აზოტის" ყოფილი მფლობელის „ენერჯი ინვესტის" გაკოტრების პროცედურა დაიწყო. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, კრედიტორთა ჯამური მოთხოვნა „ენერჯი ინვესტის" მიმართ 75 223 581 ლარია.
ამავე პერიოდისთვის, კომპანიის ქონება 5200 ლარის ოდენობის სალაროს ნაშთით განისაზღვრა. 

„ენერჯი ინვესტის" უზრუნველყოფილი კრედიტორი შემოსავლების სამსახურია. მოთხოვნის ოდენობა 40 758 256 ლარი.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის მთელი ქონება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას ექვემდებარება. 

ამჟმად, „ენერჯი ინვესტის" შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი სახის სამეწარმეო საქმიანობა, რის გამოც საზოგადოებას არ შეუძლია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილება. 

კომპანიის კრედიტორთა პირველი კრება 29 სექტემბერს არის დანიშნული. 

„ენერჯი ინვესტი" რუსთავის „აზოტი" 2004-2010 წლებში ფლობდა. 2010 წლის 19 მაისს, სამართალდამცველებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით „ენერჯი ინვესტის" დირექტორი გენო მალაზონია დააკავეს. საუბარი იყო 170 მლნ ლარამდე უკანონო შემოსავალზე. 

2010 წლის დეკემბერში კი, რუსთავის ქიმიური ქარხნა რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის რომან ფიფიას კუთვნილმა ბიზნეს-ჯგუფმა შეიძინა. რუსთავის „აზოტის" მართვას ამჟამად კომპანია „კარატ+" ახორციელებს.