შეერთებული შტატები ქართულ არჩევნებს არ აღიარებს

შეერთებული შტატები ქართულ არჩევნებს არ აღიარებს

[AFP]

ვაშინგტონი – ორშაბათს, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ საქართველოს გამოყოფილ რეგიონში აფხაზეთში გამართულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და არ აღიარებს. მან ხელახლა დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა იმის მიმართ, რასაც თავად საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს უწოდებს

შაბათის არჩევნებში, რომელსაც დიდწილად არალეგიტიმურად მიიჩნევენ, საქართველოს აჯანყებულმა რეგიონმა აფხაზეთმა პრეზიდენტად ალექსანდრე ანქვაბი აირჩია, პოლიტიკოსი რომელიც რუსეთთან მტკიცე კავშირების მომხრეა.

„შეერთებული შტატები არ აღიარებს 26 აგვისტოს ე.წ. არჩევნებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში“ – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა.

აფხაზეთი საქართველოს 1990-იან წლებში დამანგრეველი სამოქალაქო ომის შემდეგ გამოეყო, მაგრამ მისი დამოუკიდებლობა 2008 წლის რუსეთ-საქართელოს ომის შემდეგ, მხოლოდ მოსკოვმა და სულ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა.

არჩევნები სამი წლის წინ, სიმბოლურად მოსკოვის მხრიდან აფხაზეთის და საქართველოს მეორე აჯანყებული რეგიონის, სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების დღეს დაემთხვა – ნაბიჯი, რომელიც დასავლეთმა დაგმო.

ნულანდმა განაცხადა: „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

მან დასძინა: „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს ყველა იმ ვალდებულების შესრულებისკენ, რომელიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო, მათ შორის ომამდელ პოზიციებზე ჯარების გაყვანისა და ამ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ“.