სასწაულია, აბა რა?!

სასწაულია, აბა რა?!

[ბანკები და ფინანსები]

გვაცუცურაკებენ!

„საქართველოს ლატარიის კომპანიამ" 70% წილი სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო

რასაც თავი ვერ მოაბეს, ისევ სახელმწიფოს ”შეტენეს”

„საქართველოს ლატარიის კომპანიამ" სახელმწიფოს სასარგებლოდ 70% წილი ოფიციალურად დათმო. კომპანიის 5 წლით მართვის უფლება კი, შპს "საქართველოს ფოსტას" გადაეცა.

საჯარო რეესტრის სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული „ლექსორ კაპიტალ კორპ", რომელიც ამ დრომდე კომპანიის 100%-ს ფლობდა, მხოლოდ 30%-ის მფლობელად რჩება. გარიგება ოფიციალურად 9 აგვისტოს გაფორმდა. 

„საქართველოს ლატარიის კომპანიის" 70%-იანი წილი "საქართველოს ფოსტას" 11 აგვისტოს გადაეცა.

საჯარო რეესტრში დამოწმებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს ფოსტისთვის" წილის მართვის უფლებით გადაცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „საქართველოს ფოსტას" შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა.