[The New-York Times]
გამოხმაურება დენიელ ბაიმანის და ჩარლზ კინგის წერილზე „ფანტომური საფრთხე“ (2011 წლის 16 აგვისტო)
რედაქტორს:
ისევე როგორც ერთი ადამიანისთვის ტერორისტი ხშირად მეორის თავისუფლებისთვის მებრძოლია, ამ ორი პროფესორის „ფანტომური საფრთხე“ შეიძლება სხვა ჯგუფის „Spirit of ’76” იყოს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დარჩენილ არაღიარებულ სახელმწიფო ფორმაციებს (დნესტრისპირეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბახი) შესაძლოა საერთაშორისო აღიარება არ აქვთ, მაგრამ ისინი რეალურ ერთეულებს წარმოადგენენ, რომლებიც რეალური ადამიანების უფლებებს იცავენ.
ავტორები მართლები არიან, როდესაც ამ პატარა იზოლირებულ სატელიტებთან თანამშრომლობისა და რეფორმების მოწოდებით გამოდიან. დანარჩენმა მსოფლიომ უნდა გააქტიუროს წარსული ძალადობის შედეგებთან ბრძოლის ძალისხმევა, და ამავდროულად მართოს კონფლიქტის განახლების რისკი, კონფლიქტისა, რომელიც სერიოზულია, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში, სადაც მთიანი ყარაბახის ცეცხლის შეწყვეტის მყიფე ხაზის ორივე მხარეს ახალგაზრდები იღუპებიან.
გრძელვადიან პერსპექტივაში, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოთოკოს მისი მტრული დამოკიდებულება ამ პატარა სახელმწიფოების მიმართ, თუკი ისინი შეძლებენ საპასუხისმგებლო მმართველობის უზრუნველყოფის დემონსტრირებას. არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები იმისა, რომ უკეთესია, როდესაც მთავრობა ხალხთან ახლოსაა; პატარა აუცილებლად უარესს არ ნიშნავს.
ჯონ ევანსი
ვაშინგტონი 2011 წლის 16 აგვისტო
სომხეთში (2004-2006 წწ) აშშ-ს ყოფილი ელჩი და მოლდავეთში (1997-1999 წწ) უსაფრთხოებისა და თანამშრომლბის მისიის ხელმძღვანელი
რედაქტორს:
საქართველო ეთანხმება იმ აზრს, რომ „ფანტომური სახელმწიფოები“ პრინციპულად მადესტაბილიზირებელია და რომ მათ ორიენტირს საკუთარი ხალხის საჭიროებები უნდა წარმოადგენდეს, ვიდრე სახელმწიფოებრიობის მიღწევა. ჩვენი მთავრობა თავს არიდებს პოლიტიკურ თამაშებს და პირიქით, საზოგადოებების დონეზე ურთიერთქმედების განმტკიცებით ხელს უწყობს ადამიანური პოტენციალის განვითარებას.
ეს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთქმედების ერთადერთი შესაძლებლობაა, მას შემდეგ რაც მათი პოლიტიკური ინსტიტუტები რუსეთმა დაიპყრო და შესაბამისად მათ მოქალაქეებს დამოუკიდებელი ხმა არ აქვთ.
მოსკოვი იქ საკვანძო მინისტრებს (ხშირად რუსებს) ნიშნავს და 10 000 კაციანი ოკუპაციური არმია ჰყავს განთავსებული. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ნამდვილი მოსახლეობის უმრავლესობის სასტიკი ეთნიკური წმენდა, არყევს მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმურობას; მათი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დღეს დევნილია. ისინი ნებისმიერი გადაწყვეტლების ნაწილს უნდა წარმოადგენდნენ.
ნამდვილი პროგრესი მოითხოვს შეთანხმებას, რომელიც პოლიტიკურ პროცესში ყველა კანონიერი მოქალაქის მონაწილეობას გულისხმობს. ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი საერთაშორისო პოლიციის ჩართვით უსაფრთხოების გარანტიების შექმნაა. ეს ხელს შეუწყობდა დევნილი ადამიანების და ლტოლვილების უსაფრთხო დაბრუნებას. სხვა ნებისმიერი ნაკლები ძალისხმევა საერთაშორისო თანამეგობრობას იმ ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის თანამონაწილედ აქცევს, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
თემურ იაკობაშვილი
საქართველოს ელში შეერთებულ შტატებში
ვაშინგტონი 2011 წლის 17 აგვისტო
836
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85