"ელიტ-ელექტრონიქსი" ჩაბარდა პატრონს

[ბანკები და ფინანსები  ნოდარ ჭიჭინაძე]

უწესიერესი და კანონმორჩილი პიროვნება, შესანიშნავი ბიზნესმენი, მენეჯერი და ქველმოქმედი ანზორ ქოქოლაძე ციხეში ზის საბანკო პროცენტების გადახდის ერთთვიანი დაგვიანებისთვის

ქოქოლაძის მონაგარს, კი ჩანს, ახალი პატრონი ჰყავს, დე-ფაქტო ხდება დე-იურე. ის, ვინც ჯერ კიდევ 2007 წელს მას თვალი დაადგა. "ბ&ფ"-ს ვერსია, რომ "თიბისი ბანკი" არანაირად არ იყო დაინტერესებული ამ ბიზნესით, დადასტურდა. მავანმა, უბრალოდ, წაართვა ქოქოლაძეს ეს მომგებიანი ბიზნესი და დღეს უკვე იფორმებს


`ელიტ-ელექტრონიქსს~ ახალი მფლობელი ჰყავს. თანდათან ხდება ახალ მეპატრონეზე კომპანიის გადაფორმება. 2011 წლის 28 ივნისს კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, კულუარული ინფორმაციით, ხელმძღვანელობაში ხდება დავით კეზერაშვილის ბიზნეს-ჯგუფის წევრის დანიშვნა. `თიბისი ბანკის~ საგარეო ურთიერთობისა და მედიაკომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ კირვალიძე ადასტურებს, რომ კომპანიის გასხვისების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელი ჯგუფია დაინტერესებული `ელიტ-ელექტრონიქსის~ შეძენით.

ტექნიკის ბაზარი სპეციფიკური ბიზნესია. აქ უამრავი ნიუანსისა და დეტალის გათვალისწინებაა საჭირო წარმატების მისაღწევად. კომპანიიდან ანზორ ქოქოლაძის გაშვების შემდეგ, `ელიტ-ელექტრონიქსს~ გაუჭირდა ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ თიბისი ჯგუფი ყველაფერს აკეთებდა მდგომარეობის გამოსასწორებლად.

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, სავარაუდოა, რომ კომპანიის საქმეები არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. ამიტომ, ჩანს, გადაწყდა სახელისუფლო ბიზნესჯგუფის გამგებლობაში კომპანიის გადაცემა.
`ელიტ-ელექტრონიქსთან~ დაკავშირებულმა პერიპეტიებმა დაადასტურა მამუკა ხაზარაძის, როგორც ბიზნესმენის უმწიკვლო რეპუტაცია. მისთვის და მთელი თი ბი სი ჯგუფისთვის არასდროს ყოფილა დამახასიათებელი მტაცებლური მანევრები ბიზნეს-არეალში. როგორც დადასტურდა, ქოქოლაძეს ებრძოდა კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც სურდა ხელში ჩაეგდო ანზორ ქოქოლაძის მიერ აწყობილი საქმე.

თავდაპირველად, 2007 წელს მიადგნენ ქოქოლაძეს, მერე ქვეყანაში ვითარება დაიძაბა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომიც გაჩაღდა და მავანმა ვეღარ მოიცალა `ელიტ-ელექტრონიქსისთვის~. როცა ცხადი გახდა, რომ ტექნიკის ბაზარი კრიზისის პირობებშიც კი ინარჩუნებდა პოზიციებს, მოწინააღმდეგეებიც გამოცოცხლდნენ, ისარგებლეს ქოქოლაძის დროებითი სიძნელეებით და კომპანია წაართვეს. გავლენიანმა კონკურენტებმა იმ ეტაპზე გამოჩენა არ ისურვეს და `ელიტ-ელექტრონიქსის~ დირექტორად თBჩ ბანკის წარმომადგენელი თენგიზ ტყეშელაშვილი დაინიშნა, რეაბილიტაციის საქმეების წარმართვა კი `ვინკო პარტნერსს~ დაეკისრა. ამ უკანასკნელის მფლობელები იყვნენ: თენგიზ ტყეშელაშვილი - 50%, ამირან შეროზია - 50%. დღეს კი უკვე `ვინკო პარტნერსის~ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ლადო ჯობავა, ხოლო 2011 წლის 28 ივნისიდან `ელიტ-ელექტრონიქსის~ დირექტორია იოსებ მგელაძე. 

მენეჯმენტი კომპანიაში ფაქტობრივად შეიცვალა. მოარული ხმების თანახმად, `ელიტ-ელექტრონიქსი~ დავით კეზერაშვილის მფლობელობაში გადადის. შესაბამისი უფლებამოსილი პირები ამ ფაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.