[ბანკები და ფინანსები]
საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და ბელგიამ გასული ხუთშაბათიდან ბაზრებზე პანიკის შესამცირებლად ფინანსური კომპანიების აქციების მცირე გაყიდვები აკრძალეს. `შორტ~-ებზე აკრძალვები დაამშვიდებს სპეკულანტებს და დაასტაბილურებს საბანკო კოტირებებს, მაგრამ ვერაფერს ვერ მოუხერხებს მაკროეკონომიკურ პრობლემებს და რეცესიის განმეორების შიშს, ფიქრობენ ექსპერტები.
აკრძალვის შესახებ ფასიანი ქაღალდების ბაზრის საკითხებზე მომუშავე ახლადშექმნილმა ორგანიზაციამ "ევროპული რეგულირება"-მ (ESMA) გააკეთა განცხადება. `იმის მიუხედავად, რომ მცირე გაყიდვები შეიძლება იყოს ეფექტური გაყიდვების სტრატეგია, მაგრამ მაშინ, როდესაც ისინი გამოიყენება ბაზრის ცრუ ჭორებთან ერთად, ეს აშკარა ბოროტებაა~, – აღნიშნულია ESMA –ის განცხადებაში.
მცირე გაყიდვები – ეს სტრატეგიაა, რომელიც ბაზრის დაცემისას გამოიყენება, როდესაც ტრეიდერები ფლობენ აქციებს, ყიდიან მათ, ხოლო შემდეგ უკანვე შეისყიდიან გაცილებით ნაკლებ ფასად და უბრუნებენ მათ პირველ მფლობელს, განსხვავებას კი ჯიბეში იდებენ.
საფრანგეთმა 15 დღის განმავლობაში აუკრძალა კომპანიებს ახალი მოკლე პოზიციების ფასიან ქაღალდებში აკუმულირება, ამ კომპანიებს შორის იყვნენ: Societe Generale, BNP Paribas, Credit Agricole, საინვესტიციო ბანკი Natixis და სადაზღვევო კომპანია Axa.
იგივე ზომებს მიმართა იტალიამ, რომელმაც 29 კომპანიას აუკრძალა აქციების `შორტ~ გაყიდვები და ესპანეთმა, რომელმაც ანალოგიურ ზომებს მიმართა 16 კომპანიაში. ბელგიამ განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა აქციების `დაშორტვა~ 4 ფინანსურ ინსტიტუტს. 2008 წლის სექტემბერში შორტ-სელერების მოქმედებებმა, Lehman Brothers გაკოტრებისას, შეზღუდა აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომლებიც ახლა იგივე ნაბიჯის გადადგმას არ აპირებენ. მეზობლებს მხარს არ უჭერდნენ გერმანია, ავსტრია და ჰოლანდია.
შორტ-გაყიდვების აკრძალვა – ეს იყო პირველი მცდელობა ბაზარზე ახლახანს წამოჭრილი პანიკის ჩასახშობად. აქამდე, მსგავსი ზომები ცალმხრივად მიიღეს საბერძნეთმა და თურქეთმა. აკრძალვის მიზეზი ევროპაში შociete Generale-ის აქციების 15%-ით დაცემა გახდა, რომელმაც სხვა ფრანგული და ევროპული ბანკებიც ჩაითრია. აქციების დაცემის მიზეზი ერთგვარი ჭორები გახდა, რომლის მიხედვითაც ბანკს უცხოურ სავალუტო ბაზარზე, თითქოს, პოზიციები ჰქონდა შერყეული. ამ ინფორმაციის უარყოფა ბანკის მმართველებს საჯაროდ მოუხდათ.
აგვისტოს დასაწყისში ევროპული ბანკების აქციები, საშუალოდ, 17%-ით შემცირდა. `კოტირებების შემცირების მთავარი მიზეზი – ეს ზოგადად ევროპული ბანკების, კერძოდ კი ფრანგული ბანკებისთვის დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემებია~, - შენიშნეს თავიანთ გმაოკვლევაში ღBშ ანალიტიკოსებმა. მათი შეფასებით, გრძელვადიან დაფინანსებასთან დაკავშირებით, ყველაზე დიდ პრობლემებს განიცდიან ფრანგული Societe Generale და Credit agricole, იტალიური UniСredit და Intesa Sanpaolo, ესპანური Bankia და გერმანული Comerzbank.
Bloomberg–ის მონაცემების მიხედვით, განსხვავებამ სამთვიან და გასული კვირის ერთდღიან განაკვეთებს შორის, სამი თვის მაქსიმუმს მიაღწია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბანკებს არ სურთ გრძელვადიანი სესხები გასცენ ერთმანეთზე და, ასევე, ნდობის ფაქტორზე. `ბანკები არ ენდობიან ერთმანეთს და ურჩევნიათ თანხა ევროპის ცენტრალური ბანკის დეპოზიტზე შეიტანონ”, - მიიჩნევენ ექსპერტები.
დაეხმარება, მაგრამ არ განკურნავს
`შორტ" გაყიდვების აკრძალვა მოედო არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს აკრძალვა შემოიღეს, არამედ მთელ ევროპას. თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ აკრძალვას შეზღუდული ეფექტი ექნება. `აკრძალვამ მცირე გაყიდვებზე შესაძლოა, შეამციროს ბანკის კოტირებების ცვალებადობა და შეინარჩუნოს ნდობა ევროზონის ბანკებს შორის. მაგრამ ეს აკრძალვა ვერ იმოქმედებს ფართო მაკროეკონომიკურ ფაქტორებსა და რეცესიის გამეორების შიშზე, – დარწმუნებულია კრისტიან შულცი.
ეს მოსაზრება დასტურდება სერიოზული სამეცნიერო ნაშრომებით. კორნელიის უნივერსიტეტმა 2005 წელს ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა კანონმდებლობა და წესები, რომლებიც 111 ქვეყანაში გაყიდვებს არეგულირებდა. შესწავლით მიაგნეს მტკიცებულებებს, რომ `შორტ-სელინგის~ აკრძალვა ამცირებს ბირჟის კრახის სიხშირეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაასკვნა, რომ 2008 წელს გაყიდვებზე აკრძალვებმა მცირედით იმოქმედა ლიკვიდურობაზე.
მცირე გაყიდვებზე აკრძალვების შემოღებამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ფინანსური რეგულირების პრობლემები გამოავლინა. ზოგიერთი კომპანიის დეპოზიტური ხელწერილები, რომლებიც `შორტ-სელერების~ `შავ სიაში~ არიან მოხვედრილები, იყიდება იმ ქვეყნების ბირჟებზე, რომლებსაც აკრძალვა არ შეხებია.
ამას გარდა, წამოიჭრა საკითხი ტრეიდერებისთვის, რომლებიც იყენებენ ალტერნატიულ სავაჭრო პლატფორმას დიდ ბრიტანეთში, რომელიც ნებას რთავს მათ `ევროპული~ დონით მართონ აქციები, მაგალითად Ch-X. დიდი ბრიტანეთის საფინანსო ზედამხედველობის ორგანო აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, საუბარია განსაზღვრული კომპანიების მიერ აქციებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე, რომელიც პლატფორმის მიერ უმართავია, მაგრამ ბაზრის მონაწილეებს საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და ბელგიის რეგულატორებთან ახსნა-განმარტებებისთვის აგზავნის.