ეგვიპტის პრეზიდენტის და სასამართლოს „ომი“

ეგვიპტის პრეზიდენტის და სასამართლოს „ომი“

ეგვიპტის ახლადარჩეული პრეზიდენტის მუჰამედ მურსის გადაწყვეტილება ახალი პარლამენტის შესახებ, ეგვიპტის კონსტიტუციურმა სასამართლომ უკანონოდ სცნო. ორი თვის წინ, სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასამართლომ, ეგვიპტის ყოფილი პარლამენტი უკანონოდ სცნო, რომელშიც  უმრავლესობას „ძმები მუსლიმები“ წარმოადგენენ. 

ორი დღის წინ მურსმა უგულველჰყო სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტის შეკრების შესახებ და მისი მოწვევის ბრძანება მაინც გასცა. გუშინ დილით პარლამენტარები საგანგებო სხდომის ჩასატარებლად შეიკრიბნენ.

ეგვიპტის პარლამენტის სპიკერის საად კატატნის განცხადებით, პარლამენტი არ არღვევს სასამართლოს გადაწყვეტილებას. „პარლამენტი უბრალოდ ცდილობს მისი გადაწყვეტილების შესრულების მექანიზმების პოვნას“,-აცხადებს სპიკერი.

ქაიროში ცნობილ ტაჰრირის მოედანზე ისევ შეიკრიბა ათასობით ეგვიპტელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ისინი „მილიონიანი მარშის“ ჩატარებით იმუქრებიან და აცხადებენ, რომ სამხედრო საბჭო და სასამართლო ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ იბრძვის.