ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა ვილფრიდ მარტინსმა მის მიერ Le Monde-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განმარტებები ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. მარტენსის განცხადებით, ფული და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ და რომ სწორი ხედვა უნდა გვქონდეს.
„საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ამკვიდრებს და მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მითითებით ხდება. ლაპარაკია პარტიების სტატუსზე და დაფინანსებაზე. ფული და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ და სწორი ხედვა უნდა გვქონდეს. მე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, ამ პროცესებში ჩავერთოთ, რადგან ვხედავ ზეწოლას. ვხედავ, რომ კომუნისტური რეჟიმიდან გამომდინარე არის პოლიტიკური შეტევები. მე მინდოდა ევროპალამენტისთვის და სახელმწიფოების ლიდერებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია და ამიტომ დავწერე სტატია და ვუპასუხე მეორე წერილს, რომელშიც ევროპელ ლიბერალთა ლიდერი ცნობილ ოლიგარქს იცავდა, რაც ჩემთვის გაუგებარი იყო. მე არ შემეძლო, პასუხი არ გამეცა. მთავარი კითხვა ასე ჟღერს - შესაძლებელი იქნება თუ არა ამ პროგრესის გაგრძელება და ამ ახალგაზრდა დემოკრატიის მოლოდინის გამართლება, რომელიც წინა პერიოდისგან რადიკალურად გასხვავდება“, - განაცხადა მარტინსმა.