კოალიცია „ქართული ოცნება“ მაჟორიატობის კანდიდატებს 12-დან 16 ივლისამდე დაასახელებს

კოალიცია „ქართული ოცნება“ მაჟორიატობის კანდიდატებს 12-დან 16 ივლისამდე დაასახელებს

კოალიცია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას 12-დან 16 ივლისამდე აპირებს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ჭიათურაში ოფისის გახსნასა და მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, კოალიცია დეპუტატობის ძირითად კანდიდატებს 12 ივლისს, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს კი 16 ივლისს დაასახელებს. 

"ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენ კარგად ვიცით, ისინი არავის, არც - ბუნებას, არც - ხალხს, არც  ეკოლოგიას ერიდებიან. ყველაფერი უნდა მოვიყვანოთ წესრიგში", - განაცხადა ივანიშვილმა.