„პრეზიდენტი ქვეცნობიერად უკვე ოპოზიციაში გადავიდა“ - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ის ტერმინოლოგია და გამონათქვამები, რომელსაც პრეზიდენტი აჟღერებს სწორედ ამაზე მიუთითებს.
„სააკაშვილი უკვე ოპოზიციის ენით სარგებლობს და დაავიწყდა, რომ ცხრა წელია ხელისუფლებაშია და ყველაფერი მისი გასაკეთებელი იყო. მისი გამონათქვამები მთლიანად ოპოზიციის ენას იმეორებს. გამოდის და ჩვენ გვსაყვედურობს. ქვეცნობიერად უკვე გაიგო, რომ წაგებული აქვს არჩევნები და ჩვენ უკვე ხელისუფლებად განგვიხილავს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი შეშინებული და ეს სასაცილო მდგომარეობაშია და აღნიშნა, რომ ეს კარგად გამოიხატება იმ აბსურდულ გამონათქვამებში, რომელზეც პრემიერი და პრეზიდენტი ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ.