MEXX Pure-ს ახალი არომატის სარეკლამო სახედ კომპანიამ რუსულ-ინგლისური წყვილი შეარჩია. MEXX Pure-ს ახალ სუნამოს ცნობილი მომღერალი ჯეიმს ბლანტი და რუსი მსახიობი და მოდელი იულია სნიგირი შეარჩია.
„ძალიან გამიხარდა, MEXX -ის შემოთავაზება. ვფიქრობ ეს არომატი ძალიან ახლოსაა, ჩემთან. რა ჯობია, ზაფხულის ცხელ დღეებში ცივ და მიმზიდველ სურნელს. მომწონს სუნამოს ფილოსოფიაც, სუფთა და გულწრფელია. მეამაყება, რომ მაქვს პატივი MEXX Pure-ე მსოფლიო ბაზარზე წარვადგინო,“- ამბობს მომღერალი.
ხოლო, რაც შეეხება რუს მოდელს იულია სნიგირს მისთვის ეს თანამშრომლობა MEXX -ისთან პირველი არ არის. „მე სამი სეზონის განმავლობაში ვიყავი MEXX-ის მოდური სამოსის სახე, ყოველთვის კმაყოფილი ვარ მათთან თანამშრომლობით, გამიხარდა რომ ახალი არომატის წარმოდგენის საშუალებაც მომეცა. MEXX Pure-საკუთარ თავს მაგონებს“, - აღნიშნავს რუსი მსახიობი და მოდელი იულია.