ხვალ, „ქართული დასის“ პოლიტსაბჭოს დახურული სხდომა გაიმართება. სხდომის შემდეგ „ქართული დასის“ ლიდერი, არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს და სავარაუდოდ მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს.
from.ge-ს ინფორმაციით, „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია საბურათლოზე იყრის კენჭს. კიდევ რამდენი კანდიდატი ეყოლება „ქართულ დასს“ ეს ხვალ გაირკვევა.
ასევე გახდება ცნობილი თუ ვისთან ერთად გაერთიანდება „ქართული დასი“ და როგორი იქნება ამ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა.