ინდოეთის ხელისუფლებამ Sotheby's-ს აუქციონს 1, 1 მილიარდი დოლარი გადაუხადა და განდის პირადი წერილები გამოისყიდა. წერილები აუქციონზე გასაყიდად დღეს უნდა გასულიყო. განდის წერილების კოლექცია ინდოეთის ეროვნულ არქივს გადაეცემა.
კოლექცია გერმანელ ებრაელს გერმან კალენბახს ეკუთვნოდა, რომელიც 1904 წლიდან განდის ახლო მეგობარი გახლდათ. მათ ჰომოსექსუალურ კავშირშიც ადანაშაულებდნენ. კოლექციაში განდის მიერ კალენბახისადმი მიწერილი 13 წერილია, რომელშიც განდი თავის პოლიტიკური კარიერაზე, ოჯახურ მდგომარეობაზე და მათ ურთიერთობებზე საუბრობს. ინდოეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის სანჯივ მიტალის განცხადებით, ამ წერილებს ინდოეთისა და განდის ფილოსოფიის შესწავლისთვის, უდიდესი მნიშვენლობა გააჩნია.