Associated Press-ის ინფორმაციით, დღეს დილით 10 საათზე საფრანგეთის ქალაქ ვიტრი-სიურ-სენის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, მამაკაცმა მძევლად აიყვანა ბავშვები და ერთ-ერთი ბავშვის მშობელი.
სააგენტოს ცნობით, დილიდანვე ვრცელდებოდა ორი ვერსია, რომ 30 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა, ყოფილმა სამხედრომ ტყვედ აიყვანა ბავშვები და მათი მშობლები, მეორე ვერსიით ტყვედ მხოლოდ ერთი მშობელი და რამდენიმე ბავშვი აიყვანა. თუმცა, ბავშვები შემდეგ გაუშვა და მშობელი დაიტოვა. მძევლად აყვანილებიდან არავინ დაშავებულია.
ფრანგი სამართალდამცავების განცხადებით, დამნაშავე დაკავებულია. მისი სახელი და გვარი და მძევლების მოტივად აყვანის მიზეზი არ ხმაურდება.
საბავშვო ბაღები საფრანგეთში ზაფხულობით არ მუშაობს, ყველა ქალაქში მხოლოდ გახანგრძლივებული ჯგუფები მოქმედებს.