NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლიუს ნავარომ NDI-ის კვლევების შედეგები წარმოადგინა.
NDI-ის კვლევების მიხედვით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ქუჩაში გამოკითხულთა 27% გაყვება.
„იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა და მოსახლეობას აქციისკენ მოუწოდებს, კვლევის მიხედვით დადებითი პასუხი 27%-მა გასცა, 53-მა უარყოფითი, 19%-მა კი არ იცის“, - განაცხადა ლუის ნავარომ.
თემაზე - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ NDI-მ კვლევა 4 ივნისიდან - 22 ივნისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩაატარა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) დაფინანსებით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.