სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში 73 პრობაციონერს პირობითი მსჯავრი გაუუქმა.
შესაბამისი უწყების ცნობით, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა განცხადებები განიხილეს, რომელთაც გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი აქვთ მოხდილი.
აქვე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის დროს განსაკუთრებული ყურადღება ინდივიდუალური მიდგომის შედეგად გამოვლენილ რისკ-ფაქტორებსაც დაეთმო.
აღსანიშნავია, რომ კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს ცენტრალური აპარატის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიცის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან. 5-წევრიანი კომისია პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის საკითხს კი სასამართლო რგოლის გარეშე წყვეტს.
შეგახსენებთ, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა კომისიის სხდომა თვეში ერთხელ იმართება.