Lifenews-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრასნოდარის მხარეში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მთავრობის კაბინეტის სპეციალური სხდომა მოიწვია და ხელისუფლებას მკაცრად მოსთხოვა, უმოკლეს ვადებში დაიწყონ სახლების რეაბილიტაციის პროცესი, მოსპონ ქალაქებში მოროდიორობა და მოსახლოებას პირველადი კომპენსაციები გადასცენ.
რეგიონალური მინისტრის ოლეგ გოვორუნის განცხადებით, დაზარალებულია 34 000 ოჯახი, ხოლო 29 000 საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურებულია. დაწყებულია მოსახლოებისთვის პირველადი დახმარების 10 000 რუბლის ოდენობით გადახდა. კრასნოდარის მხარის მაცხოვრებლები წლისა და საჭმლის დეფიციტს განიცდიან. ჯანდაცვის მინისტრის ვერონიკა სკვორცოვას განცხადებით, სასმელ წყალს სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან, ძირითადად აზერბაიჯანიდან ღებენ. მოწმდება საჭმელიც და სასმელი წყალიც.