ევროკავშირის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ესპანეთის საბანკო სისტემის გადარჩენისთვის ისინი 30 მილიარდ ევროს გამოყოფენ.
საგანგებო სხდომა ბრიუსელში 10 საათს გაგრძელდა. მინისტრებმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ამ თანხას ესპანეთი ივლისის ბოლოს მიიღებს. ესპანეთის ხელისუფლებამ კი 2013 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი 3%-მდე უნდა შეამციროს. თუმცა, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ერთი წლით გადაიდოს და ესპანეთს ფინანსური კოლაბსიდან გამოსვლის საშუალება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივონ.
ესპანეთის ბანკები დიდი ოდენობით კაპიტალის გადინებას განიცდიან, რაც გამოწვეულია იმის შიშით, რომ შესაძლებელია ევროკავშირი რამდენიმე ქვეყენამ დატოვოს, რაც შესაბამისად ევროს კურსის კლებას გამოიწვევს.