ბოლო თვეების განმავლობაში მილანის მოსახლეობა ღამურების საოცარ მომრავლებას უჩივის, სწორედ ამიტომ ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაწყოს ღამურების საწინააღმდეგო კამპანია, რაც მათ ეკოლოგიურად სუფთა გზით მოშორებას და სხვადასხვა პარკებში გადანაწილებას გულისხმობს.
ამ მომენტისთვის 400-მდე ღამურა, მათთვის ხელსაყრელ გარემოშია გადაყვანილი. პირველი გადანაწილება მოხდა პარკ დელას მღვიმეში. ამ პარკში ზაფხულის ბოლოსთვის, სპეციალურად ღამურებისთვის 1200 „სახლს“ გააკეთებენ.
თუ ექსპერიმენტი გაამართლებს, მაშინ სხვა ღამურებსაც იგივე ბედი ელით, რადგან მილანის ხელისუფლება მათ გადასახლებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში აპირებს.