BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრი ეხუდ ოლმერტი იერუსალიმის სასამართლომ კორუფციაში ბრალდებულად სცნო.
ოლმერტი 2006 წელს ისრაელის ვაჭრობის მინისტრი გახლდათ. სასამართლოს განცხადებთ, ის ამ პერიოდში თავის ყოფილ კოლეგას მფარველობდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოლმერტს, გარდა კორუფციისა, კიდევ ორი, უფრო სერიოზული ბრალდება ჰქონდა წაყენებული, თუმცა სასამართლომ ამ მუხლებით ოლმერტი გაამართლა. განაჩენი მოგვიანებით გახდება ცნობილი.