„ტრადიციონალისტთა“ ლიდერი აკაკი ასათიანი გავრცელებული ინფორმაციის კუკავა-ასათიანი-შაშიაშვილის მიერ ახალი, „მესამე ცენტრის“ ჩამოყალიბების შესახებ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათ შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.
„მესამე ცნეტრს“ არა, ჯერჯერობით ვქმნით სააკორდინაციო კომიტეტს მაჟორიტარების შეთანხმების მიზნით, ჯერჯერობით ეს არის.ჩვენ გვსურს შევთანახმოთ და ერთად შევჯერდეთ მაჟორიტარ კანდიდატებზე, რათა ერთმანეთს ხელის არ შევუშალოთ.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის შემოერთებას, ჩვენ ქალბატონ ნინოსთან კონსულტაციებს გავდივართ. ამ მოლაპარაკებებს შაშიაშვილი და კუკავა აწარმოებდნენ, თუმცა გადაწყვეტილება ბურჯანაძეს ჯერ არ მიუღია“,-აცხადებს ასათიანი.