საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ცვლილებები სამინისტროებისა და ახალი პრემიერის აპარატშიც ხორციელდება.
ვანო მერაბიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელად ზურა გვენეტაძე დაინიშნა, რომელიც ადრე იგივე თანამდებობას შსს სამინისტროში იკავებდა.
ახალი პრემიერის აპარატში გაუქმდა მმართველობის და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის სამსახური, რომელიც როგრც ამბობდნენ, ბენდუქიძის კადრებით იყო დაკომპლექტებული. ვახტანგ ლეჟავა და თამარ კოვზირიძე ფინანსთა მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ, ხოლო ვაჟა პეტრიაშვილი შემოსავლების სამსახურის უფროს მრჩევლად.