დღეს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი ეწვევა. ამის შესახებ ეუთოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. მათივე ცნობით, ზანიერი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.
ეუთოს გენერალური მდივანი შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთანაც გამართავს.
გარდა ამისა, ზანიერი საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორს შეხვდება.
შემდეგ, ეუთოს გენერალური მდივანი პრესკონფერენციის გამართვას აპირებს, ბოლოს კი ვიზიტის ფარგლებში ბათუმსაც ეწვევა.