ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს, მედიას მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ წარუდგენს.
კვლევა თემაზე „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ 4-22 ივნისს ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 6 299 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა.
აღსანიშნავია, რომ NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.
კვლევის პრეზენტაცია 13:30 სთ-ზე გაიმართება.