თბილისის სააპელაციო სასამართლოში აუდიტის სამსახურის წინააღმდეგ ფონდი "ქომაგისა" და ბიძინა გიორგობიანის სარჩელი განიხილება. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება და საქმეს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლე მანანა ჩოხელი განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად გერმანიაში მყოფი ბიძინა გიორგობიანი ფონდ “ქომაგის” ანგარიშზე 90 000 ევროს შემოწირულობის განხორცილების გამო, ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა და "ქომაგის" ანგარიშს ყადაღა დაადო.
ბიძინა გიორგობიანმა კი დაჯარიმების ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 ივნისს შეიტანა.