რუსეთის ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი სანამ ქვეყანაში სიტუაცია არ დასტაბილურდება, სირიას იარაღით აღარ მოამარაგებს. რუსეთს ვალდებულება აქვს აღებული, 2013 წლის დასაწყისამდე 105 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო რაკეტები მიაწოდოს სირიას, თუმცა ქვეყანაში განვითრებული მოვლენების გამო, რუსეთი იძულებულია კონტრაქტი შეწყვიტოს.
რუსეთის მიერ სირიის იარაღით მომარაგება არაერთხელ გახდა საერთაშორისო საზოგადოების მსჯელობისა და უკმაყოფილების საგანი. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთი ხელს უშლის სირიაში მშვიდობიანი პროცესების დარეგულირებას. თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უჭერს მხარს ბაშარ ასადის რეჟიმს და ის სირიელი ხალხის მრავალი წლის მეგობარია.