დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კონფერენცია თემაზე, - „სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ „ფონდი ქომაგის“ მიმართ განხორციელებული ქმედებები“ გაიმართება. კონფერენცია ფონდი „ქომაგის“ ორგანიზებით მოეწყობა.
„ქომაგის“ წარმომადგენლების განცხადებით, კონფერენციის მუშაობაში დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორსიო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით დისკუსიას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, არჩევნებისა და პოლიტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ და „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.