ცნობილი, ამერიკელი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილმა შონ ჰემინგუეიმ ბაბუის ხელნაწერების შესწავლისას აღმოაჩინა, რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაწარმოებს 47 ალტერნატიული დასასრული აქვს.
1958 წელს კი, ნიუ-იორკის ლიტერატურულ ჟურნალთან ინტერვიუში თავად მწერალმა აღნიშნა, რომ თავისი ცნობილი რომანის „მშვიდობით, იარაღო!“ დასასრული მან 39-ჯერ გადაწერა.
რომანის ახალი ვერსია, რომელიც 330 გვერდისგან შედგება და ნაწარმოების შავ მასალასაც შეიცავს, მომავალ კვირას გამოქვეყნდება. The New York Times -ის ინფორმაციით, ახალ გამოცემაში გააერთიანდება. რომანის დასასრულის სხვადასხვა ვარიანტი, რომელთაგან ზოგიერთი, მხოლოდ რამდენიმე წინადადებისგან და აბზაცისგან შედგება.
„მშვიდობით, იარაღო!“ არის მწერლის მიერ 1929 წელს გამოცემული ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი, რომელშიც პირველი მსოფლიო ომის ფონზე განვითარებული სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი.