გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად  აირჩიეს.ამის შესახებ ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიამ დღეს  პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები ჩაატარა.

პრეზიდენტად არჩეულ იქნა იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რიკარდო მილიორი.

ახლადარჩეულ ვიცე-პრეზიდენტებს შორის კი აირჩიეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი, ამერიკელი კონგრესმენი რობერტ ადელჰოლტი, ფრანგი სენატორი ალან ნერი და გერმანელი დეპუტატი უტა ცაფვი.

 აღსანიშნავია, რომ გიგი წერეთელმა ახლად არჩეულ კანდიდატებს შორის ერთერთი ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტის არჩევნებში ასევე მონაწილეობდა  რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კოვალიოვი, რომელმაც ვერ მოაგროვა ხმების სათანადო რაოდენობა და მისი კანდიდატურა ჩავარდა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები გარდა სხდომების ხელმძღვანელობისა, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობენ და წარმოადგენენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მსოფლიოს სხვადასხვა ფორუმებზე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შედგება 320 პარლამენტარისგან 55 ქვეყნიდან, როგორც ევროპის, ასევე ცენტრალური აზიისა და ამერიკის.