The Guardianის ინფორმაციით, ლიბიის ყოფილი პრემიერმინისტრის მაჰმუდ ჯიბრილის „ეროვნული ძალების“პარტიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქვეყანაში ჩატარებულ პირველ დემოკრატიულ არჩევნებში.
მართალია, ჯერ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, ჯიბრიალის ლიბერალურმა პარტიამ მუსლიმები დაამარცხა.
გასულ შაბათს ლიბიამ 200 დელეგატისგან შემდგარი გენერალური ეროვნული კონგრესი აირჩია, რომელიც პარლამენტის ფუნქციას შეასრულებს, დანიშნავს პრემიერს და მთავრობას, აგრეთვე დაწერს ქვეყნის ახალ კონსტიტუციას. თუ არჩევნების პირველადი მონაცემები დამტკიცდა,ეს ნიშნავს, რომ ლიბია სხვა გზით წავიდა, ვიდრე ტუნისი და ეგვიპტე, სადაც გამარჯვება ისლამისტებმა მოიპოვეს.
Al-Jazeera-ს ინფორმაციით,ჯიბრიალის რამდენჯერმე სთხოვეს არ ეწოდებინა თავის პარტიისთვის ლიბერალი და თანამედროვე, რადგან პროგრამაში ჩაწერილი ჰქონდა, რომ ის ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ აღმშენებლობას უზრუნველყოფს.
ლიბიაში შარშან მომხდარი რევოლუციის შედეგად, ხელისუფლებიდან გაძევებულ და მოკლულ იქნა პრეზიდენტი მუამარ კადაფი, რომელიც ქვეყანას 42 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავდა.