რუსეთის საერთაშორისო ანალიტიკური-კვლევითი ცენტრის დირექტორის ანდრეი კაზანცევის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ომის საშიშროება ნაკლებია, რადგან ახალი კონფლიქტი რუსეთისა და ამერიკის ინტერესებში არ შედის.
„ჯერჯერობით საერთაშორისო სიტუაცია ისე ლაგდება, რომ ომი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გამორიცხულია. ძირითადი გეოპოლიტიკური მოთამაშეები სამხრეთ კავკასიაში ომით დაინტერესებულები არ არიან. არც ამერიკის და არც რუსეთის ინტერესებში ახალი კონფლიქტი არ შედის. ამერიკას საკუთარი პრობლემები გააჩნია ავღანეთსა და სხვა რეგიონებში. ახალი სამხედრო ოპერაციები არც ევროკავშირს აწყობს. კრიზისში მყოფ ევროპას არ აქვს დამატებითი სახსრები კონფლიქტის დარეგულირებაში ჩადოს. გარდა ამისა, ეს არც თურქთის ინტერესებშია, რომელიც მეზობლებთან შემდეგ პოლიტიკას აწარმოებს-„არანაირი პრობლემები“. თუ რომელიმე მხარე სამხედრო ოპერაციებს დაიწყებს, საერთაშორისო საზოგადოება მაშინვე ჩაერევა ამ კონფლიქტში“,-აცხადება კაზანცევი.