საფრანგეთის სენატის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნატალი გულეს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს საფრანგეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში აუცილებლად დასვამენ.
დღეს ფრანგი სენატორები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქარაძეს შეხვდნენ. ამ შეხვედრაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე და დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის სენატის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნატალი გულემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს საფრანგეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში დასვამენ და საფრანგეთის მთავრობას სთხოვენ, საქართველოს ტერიტირიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნათლად კიდევ ერთხელ გამოხატოს.
დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას კონკრეტული პროექტებიც განიხილეს და ალზასის რეგიონის და საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის დაძმობილების თემაც განიხილეს.